ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება.
ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება და მისი ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგეძლებათ.
პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.
მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და
წამოდგომის საშუალება არ მისცა.