თუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.

თუშიშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა, არადა აქამდე მას 3-ჯერ შეხვდა და ერთხელაც არ წაუგია. თუშიშვილი ამ ტურნირს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, თუმცა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.


აქამდე თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.

მეოთხედფინალში ქართველმა
ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.

პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში 2 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო, რაც წინა მსოფლიოსთან შედარებით უარესი შედეგია. ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა, ხოლო ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ (81) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
იმდენი ილაპარაკა კომენტატორმა და იმდენჯერ გამოაცხადა წინასწარ ჩემპიონად არ გამკვირვებია უმედლოდ დარჩენა.ასეთ არაპროფესიონალებს რატომ მიყავთ რეპორტაჟები???იაპონიაში იაპონელთან ნახევარფინალს ჭიდაობდა ეს კი უკვე ჩემპიონად აცხადებდა...თოთქოს საქართველოს ფალავნობას ჭიდაობდა.მასე სადააა???არადა მაგ ჰარასავაზე გაცილებით ძლიერი მოჭიდავეა,მარა კრპალეკთან მაინც ძალიან გაუჭირდებოდა...არაუშავს,ოლიმპიადა წინააა.ყოველ წელს ვერ გახდები ჩემპიონი...ქალთ ძიუოდო ხომ არააა
gocha
31 აგვისტო 2019 17:29
2
მართალია, მაგრამ თუშიშვილმა წარუმატებლობა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. კომენტატორებისგან ათასი სისულელეს ვისმენთ, მაგრამ მათ ვერ დავადანაშაულებთ. ასე იყო ჭრიკიშვილის შემთხვევაშიც - არიქა, გახადეს ოლიმპიური ჩემპიონი და დარჩა უმედლოდ
: )))))))
31 აგვისტო 2019 18:17
1
ღრმად პატივცემული კომენტატორის მოსმენა ფრიად "სასიამონო" მოვლენაა... მთელი ქალაქი არ იშურებს მასზე დამსახურებულ... კომპლიმენტებს.
tngh
31 აგვისტო 2019 20:57
0
ყველა გამოხმაურება
თავი ზემოთ გურამ!ოლიმპიადისთვის აუცილებლად ოქროს უნდა შეეჭიდო.ადამიანი შეცდომებზე სწავლობს.დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გაახარებ სამშობლოს.წარმატებები
არაუშავს
31 აგვისტო 2019 16:35
3
ნაკრები სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ ტურნირს. იქნებ ეხლა მაინც გვითხრას ამ სამარცხვინო ფედერაციის ხელმძღვანელობამ, რისთვის, რა დამსახურებისთვის დაინიშნა ნოდარ მეტრეველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად?! ისევ ამ უვარგისების ძმაკაცობა-ძმაბიჭობას ეწირება ქართული ძიუდო!
Fan
31 აგვისტო 2019 16:46
2
ძალიან დიდი შეცდომა იყო იაპონელთან იპონზე ჭიდაიბა, ტაქტიკურად გეგრძელებინა და მოგებული ქონდა. არ შეიძლება ყველა ორთაბრძოლაში მაინვდამაინც ილეთზე მუშაობა, გურამის ყველა მოწინააღმდეგ იცის რომ ილეთზე მუშაობს და კაი მანდრაჟითან გადიან. ჰარასავა ფაქტიურად შიშით ჭიდაობდა, ორჯერ ჩავარდებოდა და ეგ იყო. მაიერთან გასვლამდე გურამს უკვე ეტყობოდა რომ მანდ წაგებული იყო, წაგებისგან მაგარი ნირწამხდარი იყო. ძალიან გული დამწყდა, მაგარ ფორმაში იყო გურამი! არა უშავს ყველაფერი წინ გაქვს გურამ, ორმაგად მოინდომე და მაგრად ივარჯიშე ძმურად, სხვებს ნუ უყურებ, პირიქით შენ უნდა გახდე ჩვენი ძიუდოისტებისთვის მაგალითი!!!!!
პაატა
31 აგვისტო 2019 17:05
2
თავის სტილს ვერ უღალატებდა,სხვანაირად ვერ იჭიდავებდა...
gocha
31 აგვისტო 2019 17:31
1
ეს კომენტატორი თამაზას წააყვანნინეთ ფეღბურთი იქ მაინც არაფერი გამოოგვდის. და ძიუდოისტების შანხი 80% გაიზრდება))
კოკო
31 აგვისტო 2019 16:22
1
ძალიან ცუდია, როგორ ველოდებოდი ამ ჩემპიონატს, რა კარგად დაიწყო და საბოლოოს რა შეგვრჩა. არ ვიცი მე დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება თუ მართლა ეგრეა, ბიჭები ძაან უღიმღამოდ გამოდიოდნენ, თითქოს ვალდებულებას იხდიდნენ და თავიანთი სურვილი არც იყო. სერიოზული სამუშაოს ჩატარებაა საჭირო, რაიმე გადამჭრელი რეფორმები თუ არ გატარდა არაფერი გამოვა, მოვა ოლიმპიადაც და დაიწყება ისევ ნეგატიური კომენტარები. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
ბექა
31 აგვისტო 2019 17:15
2
რამდენი ხანი ველოდებოდი ამ ჩემპიონატს დღეებს ვითვლიდი, ბოლოს მაინც გულდაწყვეტილი დავრჩი.
კამბოჯია
31 აგვისტო 2019 16:53
1
ვინც ბოლომდე იხარჯება ეს გურამია! აუგის დაწერა არავინ არ გაბედის გურამიზე! გურამ წარმატებები შენ კიდევ ბევჯერ აამღერებ საქართველოს გიმნს!
გურამი
31 აგვისტო 2019 16:49
2
ესენი აღარ ვარჯიშობენ, ხო? მანდ ქევხიშვილი ყოფილა, რაც ყოფილა, ძმაო.
ვვვ
31 აგვისტო 2019 16:34
5
არა უშავს,დაეშვით ეხლა მიწაზე,უფრო სწორად ტატამზე.
Jordan Beli
31 აგვისტო 2019 17:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული