გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციის ზღვარზე - ვის უნდა ქართველის დასჯა? [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა.

ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰარასავასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი როი მეიერს ვერ სძლია.

მეიერთან დაპირისპირების დროს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, თუშიშვილმა მეტოქეს შესაძლოა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ფეხი უცნაურად დააყოლა. გთავაზობთ ვიდეოს.


ქართველი ფალავნის ქმედება ადგილობრივმა გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.

თუმცა ამ ამბავს კიდევ ერთი გაგრძელება მოჰყვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ამ პერიოდში შეიქმნა გვერდი HarutoHaruto789-ის სახელით, რომელმაც
პრეზიდენტს ჰკითხა:

"ჩვენ ყველამ ვნახეთ საშინელი ფაქტი, როცა მსოფლიო ჩემპიონმა თუშიშვილმა მეტოქეს დედა შეაგინა. ამისათვის სასჯელი არსებობს. რას უპასუხებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია? ამ ფაქტს დამალავთ თუ შეისწავლით?"


მარიუს ვიზერი: "ჩვენ გადავცემთ საქმეს ძიუდოს ეთიკის კომისიას და ისინი იხელმძღვანელებენ ძიუდოს ეთიკის წესებით".

პასუხის შემდეგ კითხვის ავტორის გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გამო თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზოს, თუმცა შეიძლება მას რამდენიმეთვიანი სასჯელი არ ასცდეს. ყველაფერს ძიუდოს ეთიკის კომისია გადაწყვეტს.

მთლიანი შეხვედრის ვიდეო

Sportall.Ge

alt[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

altთუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველაზე ნაკლებად გამიხარდება თუშიშვილის დასჯა როგორც ქართველს და ძიუდოს გულშემატკივარს. უბრალოდ ერთი რამე ფაქტია: თუშიმ თუ დისციპლინა არ დაიცვა და თავი და ნერვები ვერ მოთოკა კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობა გაიჭირდება - ოლიმპიადას ვგულისხმობ. და დროა შესაბამისი სიმკაცრით ვინმემ ან რამემ (თუნდაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ. ნაკრები და მწვრთნელები რომ ვერაფერს უხერხებენ ფაქტია) გონზე მოიყვანოს და დააფიქროს.
ძალიან დიდი ტალანტია გელა ზაალიშვილი, თუმცა დღეს გურამი უფრო მაღლა დგად თავისი სპორტული შესაძლებლობებით და სადაც გელამ დიდი ნებისყოფისა და მოთმინების ხარჯზე შესანიშნავი მარცხი აგემა ჰარასავას, იქ თუში ნამდვილად არ უნდა დამარცხებულიყო. დროა თუშიმ წარუმატებლობები საკუთარ თავს დააბრალოს და მათი გამოსწორების გზებზე იფიქროს.
გიორგი
04 სექტემბერი 2019 11:12
0
გაფიცებთ თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა ენაზე შეაგინა. რამდენჯერ გადავახვიე და ვერ მივხვდი. თუ ქართულად შეაგინა და იმათამდე მივიდა, ესეგი კრისა გვყავს. უნდა დავიჭიროთ და მოვვვვვვწამლოთ.
SL
04 სექტემბერი 2019 17:58
4
გურამი დიდი სპორტსმენია და შესაბამისად ახალგაზრდობის კუმირი და მისაბაძი. ამიტომ ბაცნური რაღაცეები არ ეკადრება, თუმცა მე ვერც აფიშირებული გინება დავინახე და ვერც ქუსლური დარტყმა.
ზოგადად ეს მაფიოზა ფედერაციები რასაც უნდათ იმას გვიკეთებენ და ბევრჯერ უსამართლოდ გვჩაგრავენ. ჩვენი კორუმპირებული ჩინოვნიკები კი იმის შიშით, ის გროშები არ დავკარგოთო, რასაც საერთაშორისო ფედერაციები გადმოუგდებენ ხანდახან, ხმას არ იღებენ და უთავმოყვარეოდ აქვთ თავი დახრილი. თფუი, რა საცოდავ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
თენგაბი
04 სექტემბერი 2019 17:09
2
არ ვამართლებ არცეთ ადამიანს ვინც უღირს საქციელს ჩაიდენს, მაგრამ აქ ვერ დავინახე რაიმე ზიანი, რომელიც ქუსლის მიდებით განიცადა მეტოქემ, აბსოლიტურად უვნებელი საქციელი დავინახე და არ შეიძლება ამაზე ვინმე ისჯებოდეს, გინება კი ჩაიწერეს ხმა თუ პირსი მოძრაობით ამოიცნო, უქნებ თავის თავს შეუძაღა რაღაც?
me
04 სექტემბერი 2019 11:46
0
სრულად მსოფლიოს ჟურნალისტები, ეთნოლოგები და მკითხავები წლების განმავლობაში ბჭობდნენ, თუ რა უთხრა მარკო მატერაციმ ზინედინ ზიდანს და სანამ თავად ფეხბურთელებმა არ თქვეს, ვერაფერი გაიგეს... აქ კი რეკორდულად მოკლე დროში დაუსვამთ დიაგნოზი...
მ.ტ.
04 სექტემბერი 2019 13:46
1
თუშს რაც დაემართა,თავისი დაუდევრობით დაემართა,მაგრამ სად ნახეს აქ ან დედის გინება,ამ საშინელი საქციელი?შუა აზიაში ჭიდაობისათვუის დისკვალიფიკაცია რომ მისცეს მაშინაც ხომ გამოჩნდა,რომ სხვებმაც იჭიდავეს იქ,დასჯით კი მხოლოდ ეს დასაჯეს.ან დასასჯელი რა გააკეთა?ეშინიათ და ებრძვიან არაკაცები,ცდილობენ ფსიქოლოგიურად გამოიყვანონ წყობილებიდან.1966 წლის ფეხბურთის ჩემპიონატზე იყო მგონი მსაგავსი სიტუაცია.მსაჯმა ფეხბურთელი გააძევა უმიზეზოდ და რომ ჰჯითხეს,მიზეზი,დედა შემაგინაო.იქვე შეამოწმეს და აღმოჩნდა,რომ ერთი სიტყვაც კი არ ესმიდა ფეხბურთელის სალაპარაკო ენაზე.სახეზე შევატყე,რომ შემაგინაო გაიმართლა თავი.შეარჩინეს,რადგან ფიფას დავალება შეასრულა.აქაც ასეა.გამწარებულმა რაღაც წაიბურტყუნა და მეიერისათვის რომ შეეგინებინა,თვითონ ის შეარჩენდა რამეს?მას კი, საერთოდ არ ჰქონია რეაქცია.თავისუფალი და კლასიკური ჭიდაობა ხომ საზიზღრობა გახადეს და ძიუდოშიც გახშირდა ასეთი უნამუსობები.
სოსო
04 სექტემბერი 2019 16:10
3
სამწუხაროა,ვის არ წაუგია,მაგრამ ცოტა თავში ხომ არ აუვარდა,დედის გინება კი არა მოუგო უნდა და თუ წააგე ღირსეულად უნდა შეხვდე,შეიძლება ახლა ასე ჩავარდნა ჯობდა,გაანალიზებენ და ოლიმპიადისათვის უკეთესად მოემზადება,მთავარია მკაცრად არ დასაჯონ,ფსიქოლოგიურად ცუდად არ იმოქმედოს გურამზე,პირიქით დაამტკიცოს უნდა ოლიპიადაზე,რომ ძლიერია,წარმატებები გურამს და მიდი მიაწექი და დააგდე მაგენი ყველა,შენს გვერდით ვართ აბა შენ იცი.
გოჩა
04 სექტემბერი 2019 12:11
5
დააბრუნეთ ხაბარელი, პარლამენტზე მეტად მანდ გამოადგება ქვეყანას და ყველაფერი მოგვარდება, ან კიდევ მისნაირი პროფესიონალი დანიშნეთ ესაა ფსიქოლოგიცა და ყველაფერიც, ერთიანობა, ბრძოლის ჟინი და მოწინააღმდეგის სწორი შეფასებაა
giajano
04 სექტემბერი 2019 23:08
1
ფეხის ჩარტყმა არ ვიცი, მაგრამ შეგინებით ნაღდად შეიგინა. გურამ ძმაო, მსოფლიოს ჩეპმიონობა ერთი საქმეა და უფრო რთულია ჩემპიონის მენტალიტეტის ჩამოყალიბება, რომელსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ახლავს ვიდრე სხვა რიგით სპორტსმენებს მოეთხოვება. სამაგალითო უნდა იყო ტატამზეც და ტატამის გარეთაც! ასე ეს ამბავი! დიდი იმედი მაქვს გურამის ირგვლივ არის მცოდნე და გამოცდილი ადამიანები ვინც მას სწორ რცევა-დარიგებებს მისცემს! ბევრ წარმატებას გისურვებ გურამ! სულ უნდა გახსოვდეს რომ მთელი ერი გგულშემატკივრობთ!
პაატა
04 სექტემბერი 2019 16:04
4
გურამმა თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. ჭიდაობის საშუალება მისცა ჰარასავას და კი გაჭიმეს ბეჭებზე. იგივე მოხდა მეიერთან. თუ აგინა ზედმეტი მოსვლია და ეგ არის. ისე მეიერის დედაც და ჰარასავასიც. მაგ დედა აწიოკებულ ევროპაში და აზიაში ლგბტ არსებები გულაობენ და ერთი სექსის სურვილი ვერ გაუტარეს გურამს. მეიერისთვის პირი რომ შეეგინებინა მგონი გაუტარებდნენ
nika
04 სექტემბერი 2019 14:43
6

სიახლეები პოპულარული