ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100) მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ილიამ იაპონელ კაზუნარი კამინაგის დაუპირისპირდა, ძირითად დროში ორივე ძიუდოისტმა თითო გდება განახორციელა. თანაბარი ქულებიდან გამომდინარე დამატებითი დრო გახდა საჭირო, სადაც იაპონელმა სულამანიძე იპონით დაამარცხა.

ფინალამდე სულამანიძემ რუსი მატვეი კანიკოვსკი, დანიელი მატიას მადსენი, უნგრელი პეტერ არვალი და კორეელი ჯაევუ სიმი დაამარცხა.

სამწუხაროდ სხვა ქართველი ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი (+100), საბა ინანეიშვილი (+100) და სალომე მაყიშვილი (+78) მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა.

alt

მსოფლიოს ჩემპიონატი ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლით დაასრულა [VIDEO]" />ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
გუნდურ პირველობაში საქართველომ ნახევარ ფინალში წააგო რუსებთან.ძირითადი ბრძოლა ფრედ დამთავრდა,დამატებით ბრძოლაში კი ლაშა ბექაურმა რუს ლორსანოვთან წააგო.აღსანიშნავია,რომ ძირითადშიც ასეთივე შედეგით დასრულდა ბრძოლა.ყველა შეხვდრა წააგეს 73 კგ-ში კაპანაძემ და თუთაშვილმა,მესამე ბრძოლა კი სალომე მაყიშვილმა დათმო
სოსო
20 ოქტომბერი 2019 18:17
0
თუთაშვილის და ზაალიშვილისგან უფრო მეტს ველოდი! მაგარმ შედეგი მაინც ძალიან კარგია. ბოლო დღეს იაპონიამ მაინც გადაგვასწრო მედლებში თან საკმაოთ. მაგრამ ყველაზე ლამაზ და სანახაობრივ ძიუდოს ქართველები ჭიდაობენ ეს ჩემი აზრი არ არის მსოფლიო ძიუდოს სპეციალისტების აზრია. გისურვებთ რომ მომოვალში იაპონელები ძალიან უკან ჩამოგეტოვოთ როგორც დანარჩენი სხვა ქვეყნები! ფედერაციას მინდა ვთხოვო რომ დაუფინანსონ ამ გოგონებს IJF-ტურნირები და სულ მალე ნახავთ რომ უძლიერესი შერეული ნაკრები გვექნება!!!
gurami
19 ოქტომბერი 2019 20:34
0
იაპონიამ ბიჭებში მხოლოდ ერთი მე–5 ადგილით გაგვისწრო
მერაბი
19 ოქტომბერი 2019 23:52
0
ძალიან მაგრად იბრძოლა ილიამ,ძალა აღარ ეყო უბრალოდ დამატებით დროში.მესამე ადგილისათვის ბრძოლა წააგო მძიმე წონაში საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა ლომიძემ,
სოსო
19 ოქტომბერი 2019 20:31
0
გილოცავ ვერცხლის მედალს და სულ მალე ოქროში გადაგეცვალოს. არ იყო იაპონელი შენზე ძლიერი მაგრამ როგორც შევატყვე ცოტა დაღლილობა შეგეტყო, ცოტა ფიზიკაში მოუმატე და სულ მალე გახდები ამ წონის ლიდერი.
arabika
19 ოქტომბერი 2019 20:08
0
წარმატებები ყველას. ყოჩაღ ილია ყველაფერი წინაა გული არ გაიტეხო.მაგარი ბიჭი ხარ, ყოჩაღ ტყიბულის სკოლას. წარმატებებიიიიიიიი
okriba
19 ოქტომბერი 2019 19:52
0

სიახლეები პოპულარული