U23. მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
2 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურია (70 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ჭანტურიამ ერთმანეთის მიყოლებით მაია გოშენი (ისრაელი), ჟანა ასიპოვიჩი (ბელარუსი), ანდელა ვიოლიჩი (ხორვატია) და ჰილდე იაგერი (ჰოლანდია) დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

სამწუხაროდ, ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

1-ელ ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე კი 60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ორი მაგარი ქართველი გოგონა! ბიჭებო აიღეთ მაგალითი გოგოებისგან!
გივი
03 ნოემბერი 2019 09:51
0
გოგონებს თუ აღარ დააფინანსებენ და მართლა აღარ ყოფილა საშველი! ამათმა მომავ წელს ტუტნირი ტურნირზე უნდა იჭიდაონ რომ დიდებში სარეიტინგო ქულები დააგროვონ! გოგონებმა დაიმსახურეს რომ ფედერაციისგქნ მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა!.
პაატა
03 ნოემბერი 2019 00:25
0
აი თუ არ შეუძლიათ ჩვენს გოგონებს,თქვენ გაგახარად ღმერთმა აი შრომა რას აკეთებს მიდით გოგონებო და გუნდურშიც დავანგრიოთ ყველა.
გოჩა
02 ნოემბერი 2019 22:16
0
მიდით გოგოებო 2020 ში გუნდურ მედალს უნდა შევუტიოთ
912
02 ნოემბერი 2019 20:06
0
გუნდურზე ვეღარანაირათ ვეღარ მოვხვდებით! გოგოების ტურნირების სათანადოთ არ დაფინანსების გამო!
koko
02 ნოემბერი 2019 22:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული