ჭიდაობა

ძიუდო

ცინდაოს მასტერსზე 13 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
ჩინეთში, 9 მილიონიან ქალაქ ცინდაოში 12 დეკემბერს სტარს აიღებს მასტერსის ტიპის ძიუდოს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 13 ქართველი მოჭიდავე მიიღებს.

13 ძიუდოისტიდან მხოლოდ ერთია ქალი - ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც -57 კგ წონით კატეგორიაში გამოვა. რაც შეეხება ვაჟ ძიუდოისტებს, ჩინეთში შემდეგი სპორტსმენები გამოვლენ:

  • ლუხუმ ჩხვიმიანი -60 კგ
  • ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ
  • ბაგრატ ნინიაშვილი -66 კგ
  • ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ
  • ტატო გრიგალაშვილი -81 კგ
  • ლუკა მაისურაძე -81 კგ
  • ბექა ღვინიაშვილი -90 კგ
  • გიორგი პაპუნაშვილი -90
    კგ
  • ლაშა ბექაური -90 კგ
  • ვარლამ ლიპარტელიანი -100 კგ
  • ლევან მათიაშვილი +100 კგ
  • გელა ზაალიშვილი +100 კგ

შეჯიბრში მონაწილეობას სულ 68 ქვეყნის 460 ძიუდოისტი მიიღებს, მათგან 238 კაცია, ხოლო 222 ქალი. ტურნირი 12 დეკემბერს დაიწყება და 14 დეკემბერს დასრულდება.
ასევე დაგაინტერესებთ