ლუხუმ ჩხვიმიანმა იტალიელი ანდრეა კარლინო, ასევე, თურქი სალიჰ ილდიზი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გამზატ ზარბეკოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
სამწუხაროდ, ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა, გამოცდილი ძიუდოისტი ტაჯიკ ნურალი ემომალისთან დამარცხდა, მარი მახარაშვილი ბელგიელ ამბერ რეულთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ასპარეზობას გამოეთიშა გიორგი
ლაშა ნადირაძემ კორეელი მიუნჯინ კიმის დამარცხება მოახერხა, თუმცა მეორე წრეში დამარცხდა.
შესანიშნავად ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი. მან მერვედფინალში ფრანგ დევიქტორს სძლია, ეთერმა მეოთხედფინალში ტელმა მონტეიროც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დარია კურბონმამადოვასას სძლია და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.