შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სპორტსმენი ამბობს, შემთხვევა
გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
პოლიცია რომ გათავხედებულია ნათლად ჩანს. ორიოდე დღის წინ კომპ.თამაშების გასაცვლელად მრავალკორპუსიან ეზოში ჩასული 15 წლის ბიჭს საბუთების არქონის გამო განყოფილებაში მიათრევდნენ, მეზობლებს რომ არ ევაჟკაცად და არ გამოეგლიჯათ ხელიდან იქ რას უზავდნენ ხომ წარმოგიდგენიათ. სპორტსმენს სწორედ რომ ჯანმა უშველა, თორემ დაასახიჩრებდნენ. უამრავ კომენტარში ბექას ლაპარაკის მანერას და ზრდილობას უწუნებენ, ძველბიჭობას აბრალებენ და რა ვიცი, იქნებ ჯვარს ვაცვათ მსოფლიო ჩემპიონი. ერთი კაცი გამომეხმიანოს ბექას მაგინებლებიდან, რომელიც სერიოზულად იყო დაკავებული სპორტით, პროფესიონალურად,თავი ჰქონდა გადადებული. მიპასუხოს როგორ წარმოუდგენლად რთულია სპორტის ნებისმიერ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. სახელმწიპოებია, რომლებსაც ეს ტიტული არასოდეს მოუგია და ბექამ ეს 18 წლის ასაკში მოახერხა. ჩვენი ქვეყანის ჰიმნი კიდევ ერთხელ მოასმენინა მსოფლიოს და დროშის აღმართვაზე ფეხზე ააყენა დარბაზი. რამდენად ამაყი იქმებოდა იმ დარბაზში მყოფი ქართველი...მედალი საქართველომ მოიპოვა! ვინმეს აინტერესებდა იმ დროს როგორ საუბრობს ბექა?...ამ ახალგაზრდამ, რომელსაც ბავშვობა თითქმის დაკარგული აქვს, რაც თავი ახსოვს საჭიდაო დარბაზშია და რაც დრო რჩება ძილისათვის არ ჰყოფნის და თქვენ გინდათ დარბაისლური გამჭრიახობით ისაუბროს? სად და როდის უნდა ესწავლა და ეკითხა წიგნები? აკეთებს თავის საქმეს საუკეთესოდ და ღმერთმა ყველა ჩვენიანი აყოფოს ასე წარმატებული. რა დააშავა "ძმაო" რომ უწოდა პოლიციელს? ამისთვის უნდა გაკოჭო? არ მიკვირს დაუმორჩილებლობასთან ერთად ხულიგნობასაც რომ ტენიან(იმ ბავშვს ეზოში დაუმორჩილებლობას უყენებდნენ ბრალად), ეტყობა მაგრად მოეწვათ. ჯერ სადაა, შეიძლება მამათმავლობა, ან "სუტინიორობა" დააბრალონ. ვერ შეიგნეს, რომ პოლიცია დამსჯელი ორგანო არაა. ჩვენ უნდა გვიცავდნენ და ესენი დაგვიცვავენ? თუ არ დაისაჯნენ ასეთ ყოფაში ვიქნებით მუდმივად. პატრულით თავიდან ვამაყობდი, ეხლაც არა უშავთ, მიხარია ჯარიმასაც კი ღიმილით, მხიარულად გიწერენ, დამსახურებულად(ჯერ უმიზეზოდ არავის გავუჩერებივარ), აი პოლიცია კი რა მოგახსენოთ. ფურთხი არ შეგაშრებათ სიფათებზე უნამუსოებო.
grisha dedakimovi
00:54 09-12-2019
5
ეს ბიჭი არც პირველი ყოფილა და არც ბოლო ვისაც ესე მოექცნენ და ეს ყველაფერი შსს-ს იმიჯი რომარ შეელახოს კიდევ ერთხელ იმიტო ჭირდება ამ ვიდეოში მხოლოდ ის ჩანს როგორ ცდილობენ ჩატენონ მანქანაში . თუ ესეთი დემოკრატიული და როგორც საკუთარ თავს უწოდებენ გამჭირვალე პოლიცია გვყავს რატომ არ ავრცელებენ კადრებს საიდან დაიწყო კონფლიქტი ან პოლიცია განყოფილებაში რა ხდებოდა ამას იმიტომ მოყვა გამოხმაურება შსს-დან რომ ამ ბიჭმა ეს ყოველივე ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა
Migr
23:12 08-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული