პარიზის გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა - რამდენად ობიექტური იყო მსაჯების გადაწყვეტილება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში ებრაელ პეტერ პალჩიკთან დამარცხდა.

დამატებით დროში ლიპარტელიანმა გდება გააკეთა, რაც მსაჯებმა სახიფათო ილეთად ჩაუთვალეს და წააგო. თუმცა მსაჯების გადაწყვეტილება აშკარად სადავო გახლდათ.

იქამდე ლიპარტელიანმა კორეელი ჯა იუნ კიმი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი, ლატვიელი იავგენის ბოროდავკო და  რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანი დაამარცხა.

მის კარიერაში ეს პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული მერვე მედალია.

+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან დამარცხდა.

90 წონით კატეგორიაში ჩემპიონი ესპანეთის სახელით
მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაან საინტერესოა ლიპარტელიან სტატისტიკა, რამდენ ფინალშია ნამყოფი და რამდენი აქვს მოგებული? იცით ვინმემ?
ემრე
10 თებერვალი 2020 13:16
2
სამწუხაროა ლიპოს წაგება. მსაჯს არაფერი არ შეშლია
gio
10 თებერვალი 2020 12:25
3
ძლიერი რომ იყო იმიტომ მოუგო ფიზიკურად, მის შეცდომებზე დააბა აზრზე მოუსვლელად.საერთოდ ძალიან ცუდად იასპარეზეს ჩვენებმა. 17 წარმომადგენელი და ერთი ვერცხლი,არა ცუდი შედეგი ხომ, თუ ესეც მსაჯების ბრალია ძიუდოს პროფესორებო?
ninos alis
10 თებერვალი 2020 00:03
5
ra ajoba iletis mcdelobac ar qonia idga prosta fizikurad zlieria shen magra ici ziudo getyoba
Alibeg
09 თებერვალი 2020 23:10
4
გელა ზაალიშვილი აშკარად ვერ იყო ჯანზე.არ ვიცი,შეხვედრის დაწყებისთანავე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,რომ ის მომგები არ იყო.ლიპარტელიანს კი მთელი ბრძოლა მიჰყავდა,მეტოქეს ერთი ცდაც კი არ ჰქონია,მაგრამ მაინც ვარლამს აჰკიდეს გაფრთხილებები.ეტყობა არ უნდოდათ მისი გამარჯვება.კი ბატონო,მისი ორი გაფრთხილება შეიძლებოდა მიეცათ,მაგრამ მხოლოდ დაცვაში მდგომს რომ ასე აბაირამებ და ასვენებ,ეგ რაღაა?ლევიცკა შუკვანსაც მეტოქე შებოჭილი ჰყავდა და თან მტკივნეულს უკეთებდა,მაგრამ რატომღაც გააშვებინეს.თუ ვინმემ ნახა და ახსნა შეუძლია,ვთხოვ გამომეხმაუროს
სოსო
09 თებერვალი 2020 23:00
0
აჯობა პალჩიკმა,ვინც იცის ძიუდო ის მიხვდება და მოყვარულებისთვის რათქმაუნდა არაობიექტური მსაჯობის ბრალია...რომ ნახავს ლიპარტელიანი ვიდეოს მიხვდება როგორ დამარცხდა...ისე ვულოცავ ვერცხლის მედლის მოგებას და წარმატებებს ვუსურვებ ოლიმპიადაზე...ისე ჯურნალისტების გასაგონად - ობიექტური იყო ებრაელის გამარჯვება და მსაჯობაც!!!!
mose
09 თებერვალი 2020 22:48
22
აზრზე არა ხარ
levani
19 თებერვალი 2020 15:01
0
გდება 100%-ით სახიფათო იყო. ლიპოს კისერიც კი გადაეღრიცა თავის დადების დროს! რაც მთავარია მსაჯმა ერთპიროვნულად არ მიიღო გადაწკვეტილება და ვიდეო გამეორებაზე გაამეორებინა! ებრაელი კონტრილეთებით ბლოკავდა ვარლამს!
DATO
09 თებერვალი 2020 22:43
9
sircxvilia ukve aseti msajoba amdonis turnirze
Alibeg
09 თებერვალი 2020 22:41
9

სიახლეები პოპულარული