გრიგალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილის ვერცხლი და მაისურაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში პირველად ლაშა შავდათუაშვილმა იჭიდავა მოლდოველი ვიქტორ სტერპუს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

81 კგ-მდე მესამე ადგილისათვის ლუკა მაისურაძის მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი გახლდათ, რომელსაც ლუკამ სუფთად მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ამ წონაში ფინალი ტატო გრიგალაშვილსა და ბულგარელ ივაილო ივანოვს შორის გაიმართა. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა გამოცდილ
ბულგარელს 45 წამში მოუთავა საქმე - ორი ვაზარი და სუფთა გამარჯვება!

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი იყო, გილოცავთ ბიჭებო!
გოგა
21:28 20-11-2020
0
ასე რამ შეგვაძულა ჭიდაობა ქართველებს? ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე გაივსებოდა საიტი გამოხმაურებებით. აქ კი ვუყურებ და ყველა დუმს. ნუთუ "მძიმეონოსანი" ვაი-ფეხბურთელი გრიგალავა გირჩევნიათ გრიგალაშვილს ტატოსა, ნამდვილ გრიგალს, ნამდვილ ქართველს, ულამაზეს ვაჟკაცს, საქართველოს ჰიმნს რომ აჟღერებინებს და საქართველოს დროშას აფრიალებინებს ევროპელებს პრაჰაში. ახია, ახია ჩვენზე, ვინ დავაფასოთ არ ვიცით.
ზურაბი
23:04 20-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული