ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღის საღამოს ბლოკში ოთხ ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის მოუხდათ ბრძოლა.

90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი ესპანეთის სახელით გამოსულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეჭიდა. ორთაბრძოლის ბოლოსკენ შერაზადიშვილმა ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რითაც ღვინიაშვილმა ისარგებლა და მეტოქე შებოჭა. ამ წონაში მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ მეჰდიევს ხვდა წილად. ჩემპიონი კი რუსი იგოლნიკოვი გახდა, ვინაც ფინალში სუფთად სერბ მაიდოვს მოუგო.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანის ვიზავი პორტუგალიელი ფონსეკა იყო. ჭიდაობა დამატებით დროში გადავიდა, ვარლამმა სამი გაფრთხილება მიიღო და წაგება
ჩაეთვალა. მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ კოცოიევს ხვდა წილად. ოქროს მედალი კი ებრაელმა  პალტჩიკმა მოიპოვა, ვინაც ფინალში რუსეთის სახელით გამოსულ არმან ადამიანს სძლია.

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილმა სულ რამდენიმე წამში ორი ვაზარი აუღო მასპინძელ კრპალეკს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამავე წონაში მეორე ბრინჯაოსათვის ლევან მატიაშვილმა ზედ ბოლო წამზე იპონით დასცა ავსტრიელი ჰეგი. რუსულ ფინალში კი ტამერლან ბაშაევმა ინალ ტასოევს მოუგო და ჩემპიონი გახდა.

ამრიგად ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან ძლიერდება რუსეთის ნაკრები ძიუდოში. გადახედეთ ძიუდოს მოყვარულებო მათ სტატისტიკას. 81 კილოგრამში ავიღეთ ერთადერთი ოქრო - ამ წონაში რუსი არ იღებდა მონაწილეობას. ამის თქმით სულად არ ვაკნინებ გრიგალაშვილის წარმატებას. ძალიამ მაგარი ბიჭია და შესანიშნავად ჭიდაობს.
არ ვამბობ რომ აღებული მედლები წარუმატებლობაა, უბრალოდ ევროპაზე 1 ოქრო ცოტაა, თუ მომავალ ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა გვინდა. იქ ხომ ევროპელების გარდა იაპონელებთან, კორეელბთან, მონღოლებთან, ბრაზილიელებთან და რა ვიცი კიდევ ვისთან არ მოგვიწევს.
გიორგი
23 ნოემბერი 2020 00:03
0
დადებითი იყო ის რომ 81-ში დიდი კონკურენცია გაჩნდა, რაც ვაკუუმი იყო ჭრიკიშვილის მერე. საოლიმპიადოდ გაჭირდება არჩევანის გაკეთება, გრიგალაშვილსაც და მაისურაძესაც შეუძლიათ ოქროს მოპოვება ოლიმპიადაზე.
აშკარად ეტყობოდათ ახალგაზრდულზე გამოსულ მოჭიდავეებს ფორმაში ყოფნა, ჩვენთანაც და სხვა გუნდებშიც. ტატოს და ლუკას გარდა, აბულაძემ, ტასოევმა, ბაშაევმა იქაც ფინალები იჭიდავეს. ზედა წონებშიარ გვაქვს კონკურენციის პრობლემა, რასაც მსუბუქში ვერ ვიტყოდით, თნ იქ იაპონელებიდა კორეელები ბრდღვნიან ყველაფერს. მარა მაინც, მთავრი გამოწვევა ფედერაციისთვის არის ქალთა ნაკრების სრულყოფა საოლიმპიადოდ. თუ შიგნით არ მოგვეპოვება რესურსი, ნატურალიზებაზე უნდა ვიმუშაოთ და ოლიმპიადაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ გუნდურის გარეშე!
Irakli Apkhaidze
22 ნოემბერი 2020 15:45
1
ხო მეც ეგრე ვფიქრობ, რომ გახურების ამბავი იყო. ლამის 1 წლის უჭიდავებლები წავიდნენ, ბოლო ტრუნირი დიუსელდორფში იჭიდავეს თებერვალში, მაგარი ტრიუმფით. ოლიმპიადაზე შედეგი უნდა დაიდოს, ყველა შევა ფორმაში. მანამდე კიდე იქნება ტურნირები და ნახეთ რა პროგრესი გვექნება. ხო მაგაშიც მართალი ხარ, ქალებიც უნდა გავაძლიეროთ
guga
22 ნოემბერი 2020 17:44
0
გილოცავთ ბიჭებო!!! 6 მედალი ცუდი შედეგი არ არის. თუმცა შეიძლებოდა 2 ოქრო აგვეღო. ვაჟთა გუნდურში მხოლოდ რუსეთმა გაგვისწრო. იმედია, მომავალში უკეთეს შედეგსაც დავდებთ.
tngh
22 ნოემბერი 2020 10:24
0
თუშიშვილი ფიზიკურად მოუმზადებლს ჰგავდა, ძალიან ნელა იღჯებოდა და ნახევარფინალში სიქა გაცლილცს ჰგავდა.
niko
21 ნოემბერი 2020 23:36
2
ძიუდოშიც უკან წავედით?
CESKO
21 ნოემბერი 2020 23:15
22
აი ესეთმა ღრუზინებმა რა ვერ გაიგეს იცით რო სხვა ქვეყნებიც არი და ევროპის ჩემპიონატში 50 ქვეყანა მონაწილეობს და ყველა მაგრა ვარჯიშობს და იქაც პრეტენზიები აქვთ ბევრს საპრიზო ადგილებზე ???
ბაბუ
22 ნოემბერი 2020 10:35
1
ცესკოს რომ დაირქმევს, ნამდვილი გულშემატკივარი იქნება, კი ))
ვვვ
22 ნოემბერი 2020 00:07
3
ყველა გამოხმაურება
აზიას არ უჭიდავია.მონგოლ,კორეა,იაპონია?დიდი მომზადება
gigusha
21 ნოემბერი 2020 23:02
7
რა ვიცი ბავშობაში მითხრეს აზია ევროპაში არ შედისო და ეს ევროპის ჩემპიონატი იყო. ალბათ მაგიტომ არ იყვნენ აზიელები ))
SL
22 ნოემბერი 2020 09:47
0
ასეთი ფიზიკით ოლიმპიადაზე გაგვიჭირდება
Dima
21 ნოემბერი 2020 22:31
4
ქამ ოოონ, პირველი ტურნირი იყო
Irakli Apkhaidze
22 ნოემბერი 2020 15:30
0
დარწმუნებული ვარ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ბევრჯერ უკეთეს შედეგს დადებთ! ჩემთვის როგორც თქვენი გულშემატკივრისთვის ბრინჯაო არ არის კაი შედეგი. იმიტომ რომ ვიცი თქვენი შესაძლებლობები! სათითაოთ ყველა თქვენგანს შეუძლია ყველა ტურნირზე ოლიმპიადა იქნება თუ მსოფლიო ოქროს მოპოვება! უბრალოთ უფრო მეტათ უნდა დაიჯეროთ თქვენი თავის! წმინდა გიორგი იყოს ჩვენი ძიუდოისტების და სრულიათ საქართველოს მფარველი!
lelo
21 ნოემბერი 2020 21:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული