ბექაური: მოგებული თანხით, პირველ რიგში, ამას გავაკეთებ...

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლისთვის გათვალისწინებულ საპრიზო მილიონ ლარს, უპირველესად, ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებისთვის დახარჯავს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს ის ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ბექაური პასუხობს:

"პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე, ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია."

შეგახსენებთ, 21 წლის ლაშა ბექაურმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი
მოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთო! ამრავლე ასეთი ხალხი საქართველოში!!!
bmb
29 ივლისი 2021 21:43
0
დიდებულია, როცა კარიერას ოლიმპიური ჩემპიონობით იწყებ, ეს დიდი ვალდებულებაცაა, ანუ ნაკლებს აღარ დავჯერდებით. წარმატებები ლაშა.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივლისი 2021 21:12
0
ოთხ ოქროს არის შეპირებული და ეს მხოლოდ პირველია.
სოსო
30 ივლისი 2021 11:00
0
კაცი ხარ!!!! ღმერთმა ასჯერ მეტი ყოველმხრივი წარმატება მოგაპოვებინოს. გილოცავ და დიდი მადლობა
იბერია
29 ივლისი 2021 20:49
0
ასეთი შვილიშვილი, რომ გეყოლება, ამაზე დიდი ბედნიერება, რა უნდა იყოს ადამიანისთვის? აი ასეთი ვაჟაცები უხდება საქართველოს!!!!!!!!! ლაშასნაირებო იმრავლეთ!!!!!
ლაშას ბებო, იამაყეთ თვენი შვილიშვილით!
29 ივლისი 2021 20:27
0
უსაყვარლესი ბიჭია! გამარჯვებები!
nanka2002
29 ივლისი 2021 18:32
0
შენისთანა ადამიანები უმრავლოს ჩვენს ერს!
ბესო შიოშვილი
29 ივლისი 2021 18:01
0
ჯიგარი ხარ,ღმერთი შენსკენ გენაცვალე!!!
კახა ქ.
29 ივლისი 2021 17:59
0
გენაცვალე ჯიგარში,ნამდვილი ვაჟკაცი ხარ!!!
Goga
29 ივლისი 2021 17:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული