ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან-პრის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ზაგრების გრან-პრის საჩემპიონო შეხვედრაში ლუკა მაისურაძე (90) გამოცდილ აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი იტალიელ ჯანლუკა პირველთან დაპირისპირებით დაიწყო, რომელსაც ვაზარით აჯობა. ამის შემდეგ, ლუკამ ნიდერლანდელი იესპერ სმინსკი ასევე, ვაზარით დაამარცხა.


ნახევარფინალში უკრაინელ სტანისლავ გუნჩენკოსთან დამატებითი დრო გახდა საჭირო, სადაც მაისურაძემ ისევ ვაზარით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, ზაგრების გრან-პრის პირველ დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81) ჩემპიონობა მოიპოვა.

altტატო გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული