კიდევ 2 ოქრო - სულამანიძე და ინანეიშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიიში ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს დაეუფლა.

სულამანიძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს, მიხეილ ჯაფარიძეს და რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია, ხოლო ფინალში უზბეკი სუხრობ რაჯაბოვი ვაზარით დაამარცხა.

ინანეიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრიდან მოყოლებული კი უკრაინელი სერგეი კოვბასიუკი, ბელგიელი ივ ნდაო, უზბეკი შოხრუხ მამარასულოვი დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ რიჩარდ შიპოჩს დამატებით
დროში ვაზარით სძლია.

დემეტრაშვილმა უკრაინელი ოლექსეი ჰალაკასა და გვინეელი მუსტაფა ფოფანა დაამარცხა, მეოთხედფინალი სიპოშთან დათმო, რეპეშაჟში ბრაზილიელი დანიელ ლემეშ და სილვა დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ ოხრუხ მამარასულოვს იპონით მოუგო.

შეგახსენებთ, ტურნირზე ოქროს მედლები გიორგი შერაზადიშვილმა (81) და გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი ამოიდო იღლიაში, 5 წონიდან 4 ოქრო აიღო + ბრინჯაო,რასაც იაპონიაშიც კი უდიდეს წარმატებად ჩათვლიდნენ! ქებათა ქება ბიჭებს, მთელს გუნდს და ძიუდოს ფედერაციას!
ალექს
11 ოქტომბერი 2021 13:05
0
კაცის გული უძიროა,ვით მორევი შავი ზღვისა,ოთხი ჩემპიონი გვყავს და სურვილი მქონდა ხუთისა.გილოცავთ ბიჭებო,ალგეთის მგლის ლეკვები ხართ და ნანადირევსაც გემო უკვე გაუსინჯეთ.მეხუთე იმედი,ნიკა ხარაზიშვილი იყო,რომელიც თავის თავს არ ჰგავდა.ვიცი,უმიზეზოდ არ იქნებოდა,მაგრამ გული დამწყდა,მისი უმედლოდ დარჩენის გამო.გამარჯვებები არ მოგკლებოდეთ!რამდენიმე თვენგანი,ალბათ მომავალ ოლიმპიადაზეც გამოვა და თქვენი იმედიც გვექნება.
სოსო
10 ოქტომბერი 2021 19:49
0
… ყოჩაღ ბიჭებო!!! ასეთი წესიერი ბიჭები, რომლებიც მშობლების შრომას პატივს სცემენ, აღწევენ წარმატებას!!! აგერ საბას დედა ემიგრანტია იტალიაში, ბექაურის ბებია და ა. შ. , თავს არ ზოგავენ , რომ შვილებმა შეძლონ ვარჯიში და ხელს უწყობენ მათ!!! და მიხარია, რომ ეს ბიჭები ამ ყველაფერს აფასებენ , დღე და ღამე ვარჯიშობენ და შედეგიც სახეზეა!!! უფალი მაღალია და ყველაფერს ხედავს!!! გენაცვალეთ თქვენ ასეთო ახალგაზრდებო!!!
დათო
10 ოქტომბერი 2021 16:50
0
გილოცავთ!!! უდიდესი წარმატებაა!!!
tngh
10 ოქტომბერი 2021 15:09
0
როგორც სჩანს ეს იყო U-18 მსოფლიო ჩემპიონატი, ანუ 18-წლიანთა ჩემპიონატი, ანუ ვინც ამ წელს სრულდებიან 18 წლის(ფეხბურთში ასეა. აგერ გუშინ, U-18 რაგბის ევროპის ჩემპიონები გახდნენ ქართველები და არც ერთი წევრი საქართველოს ნაკრებისა, არ აღემატება 18 წელს) და ირკვევა რომ ამ ჩემპიონებიდან ისეც მგონი, მხოლოდ სარდალაშვილია 18 წლის, დანარჩენი კი 20-ის.
რაღაც ვერ არის წესიერად საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში.
ავაზა
10 ოქტომბერი 2021 08:24
14
ავაზა,დამაინტერესა თქვენმა წერილმა და ვცადე მოძებნა.ქართულად ვერაფერი ვიპოვე,მაგრამ რუსულ ენაზე წავაწყდი ასაკობრივ დაყოფას და აღმოჩნდა,რომ ახალგაზრდულ ასაკებად ითვლება,23 წლამდე ასაკი.რა თქმა უნდა უფრო ქვედა საფეხურებიც არის,მაგრამ მხოლოდ 23 წლამდე სპორტმენთა შეჯიბრში იწყება ქვედა წონა ვაჟებში,60 კილოგრამიდან.ასე რომ ეს ყოფილა 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი,ძიუდოში.18 წლამდელებში ვაჟთა მოინიმალური წონა,46 კილოგრამიდან იწყება.ბრძანება 2017 წელს არის დამტკიცებული.
სოსო
11 ოქტომბერი 2021 20:46
0
გილოცავთ ბიჭებო თქვენ და ჩვენ რაგბისტებს ჩემპიონობას.
დღევანდელ რთულ დღეს ნათელი სხივი შემოიტანეთ. მადლობა.
ijf.org - მა კარგი სტატია მიუძღვნა საბას გამარჯვებას, https://www.ijf.org/news/show/in-the-name-of-the-mother

პ.ს. დღეს ფეხბურთზე არ ვლაპარაკობთ
ოპტიმუს
10 ოქტომბერი 2021 00:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული