გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სოტარი ფუჯივარასთან იპონით დამარცხდა. ტატომ ამ ტურნირზე მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.
გადამწყვეტ ბრძოლამდე გრიგალაშვილმა ფრანგი ტიზიე გნამიენი ვაზარით, კანადელი ფრანცის გაუტიერი იპონით, ხოლო ბელგიელი სამი ჩოუჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
ბექა ღვინიაშვილი (90კგ ) უზბეკ დავლათ ბობონოვთან ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად ვერ გავიდა და მედლის გარეშე დარჩა.
იქამდე ღვინიაშვილმა ფრანგი ენიელ კაროლი და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო.
სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) პირველივე დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა მასპინძელ ალექსის მატიესთან.
შეგახსენებთ, გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
.ბექა ....ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან გვიყვარხარ მე და ჩემს მეგობრებს...შენ ალბათ ულაპარაკოდ ერთერთი უძლიერესი ძიუდოსტი ხარ ბოლო 7-8 წელია მსოფლიოში ( თუ არ ვცდები სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში და ახალგაზრდებში)....ამ ბოლო დროს ძალიან გააჭირეს საქმე გაუთავებელი წესების შეცვლით...შენმა მეტოქემ ნახევარფინალში რა წავილ -კივილი ატეხა და მერე და თითქოს ბავშვი შვა ..რამდენიმე წამში ტკივილიც დაავიწყდა და ყინჩად დადგა..არ გეკადრება ოღლან....საყრდენი ფეხი გამოკრაო...ბოდიში საყრდენი ფეხი უნდა გამოკრა რომ წონასწორობა დააკარგვინო აბა მეზობელს ან ტრიბუნაზე მჯდომ გულშემატკივარს ხომ არ გამოკრავ ფეხს......ბექა ...,უსამართლობას ჰქონდა ადგილი ..მაგრამ მე მჯერა სანთელ საკმეველი ....შენ აუყცილებლად მიაღწევ მწვერვალს..დაგვილოცნიხარ ძმაო ...ისე მერამდენე წელია ჩემს ახლობლებს და მეზობლებს ვაშინებ მაცი ხვიტიას ყვირილით..ძმებო ხო წარმოგიდგენიათ ზაალიშვილი..ლიპო ..თუში და ძმანი მისნი რომ ყოფილიყვნენ კიდევ რამდენს დაუფრთხობდი ძილს!!! თქვენ ძმებო სიხარულის მიზეზი მოგვეცით...მეზობლებს მე გავცემ პასუხს..გაიხარეთ და გაგვახარეთ ძმებო...დამილოცნიხართ..ამინ
გუჯეჯიანის მჯერა...2,3 ილეთს მაგრად დაგამუშავებინებთ - იაპონელებზე მაგრად უნდა დაიგეშოთ.