ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი წარსდგა:
- 73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
- 81 კგ - გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალიშვილი
ლაშა ტატამზე მშვენივრად გამოიყურებოდა, ფინალის გზაზე ოლიმპიური თამაშების 3 გზის პრიზიორმა ამერიკელი დომინიკ როდრიგესი, მონღოლი ოდბაიარ განბაარატი, იტალიელი ფაბიო ბასილე და პოლონელი ადამ სტოდოლსკი დაამარცხა. შავდათუაშვილის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.
- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილი მეორე წრეში გავარდა, ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი ლახლან მორჰედი დაამარცხა, შემდეგ კი გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილთან შიდოებით
დამარცხდა.
სამწუხაროდ, მეორე წრეში გამოეთიშა ზაურიც, დვალიშვილმა უნგრელი დემეტერ ბენდეგუზის ბარიერის გავლის შემდეგ აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან წააგო და ასპარეზობას ნაადრევად დაემშვიდობა.
თავის მხრივ, ტატალაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ საეიდ მოლაეის შეხვდება.