ჩხვიმიანი ფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცლის მედალს დასჯერდა.
ჩხვიმიანმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიორ რაფაილოვს (ისრაელი), ალესანდრუ ტრუსინას (მოლდოვა), ანჯელო პანტანოს (იტალია) და ბაუირჟან ნარბაევს (ყაზახეთი) სძლია.
ნოძაძემ ბრიტანელი დილან მუნრო და ჩეხი დავიდ პულკრაბეკი დაამარცხა, ნახევარფინალი ნარბაევთან დათმო, რეპეშაჟში პანტანოს აჯობა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს იპონით მოუგო.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ვაჟა მარგველაშვილი (66
კგ).