TOP.GE
ჭიდაობაძიუდო

კაპიტანი უმედლოდ დარჩა - ლიპარტელიანმა მალევე წააგო, სულამანიძე რეპეშაჟშია

09:19/11-10-2022
+-

ტაშკენტში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 საასპარეზო დღეს ტატამზე ორი ქართველი სპორტსმენი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ვიხილეთ.

პირველი მათგანი, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გახლავთ, უმედლოდ დარჩა.

"ლიპო" საწყის რაუნდში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რეპეშაჟშია 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძე. ის მეოთხედფინალში კანადელ კაილ რეიესსთან დამარცხდა, იქამდე კი გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს სძლია. რეპეშაჟში სულამანიძის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა იქნება.

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
16
კ ო მ ბ ლ ე
(1)
/
Dislike(4)
კაპიტანს გემი ჩაეძირა და ტივით განაგრძო ცურვა.. ყოჩაღ ყოყლოჩინა კაპიტანო!
7:31:50 PM 10/11/2022
გამოხმაურება(0)
სოსო
(1)
/
Dislike(5)
აქ ძალიან ბევრი ცუდად ღლიცინებს,ვარლამ ლიპარტელიანზე.თან მგონი ისე,რომ არც კი უნახია როგორ წააგო.ჯერ ერთი,რომ მისი მეტოქე,ძალიან მაღალი და საოცარი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა,მეორე და მთავარი კი ის არის,რომ ლიპოს მუხლის სახსარში შემოჰკრა ვითომ ცერული და ვარლამი ძლივს იდგა ფეხზე.უზბეკებმა ასეთი რამე ადრეც გაუკეთეს ლიპოს და ახლაც ჩანდა,რომ სრულიად განზრახულად გააკეთა მეტოქემ.მსაჯებმა ეს ყველაფერი გაატარეს.ლიპომ რამდენჯერმე სცადა,მეტოქის გდება,თუმცა ძალიან ცოტა აკლდებოდა და აშკარად ჩანდა,რომ ცალ ფეხს ძლივს ეყრდნობოდა.მერე,ორი ვაზარი გაუკეთა უზბეკმა,ორივეჯერ თავით წავიდა ტატამზე.ლიპომ ამაზეც ანიშნა მსაჯს,მაგრამ არც ამაზე ჰქონდათ რეაქცია.ამასაც თავი გავანებოთ,ვარლამ ლიპარტელიანს საქართველოს წინაშე იმდენი დამსახურება კი აქვს,რომ ასე უპატივცემულოდ არ მოიხსენიოს ვინმემ.ნაკრების კაპიტანია და მისი ტიტულების ნახვაც ადვილად შეგიძლიათ.უამრავ ქვეყანას არა აქვს იმდენი მედალი მოპოვებული,რამდენიც,მას,ერთ კაცს.
6:15:56 PM 10/11/2022
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2