უკრაინაში ძიუდოში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი დაჭრეს

AutoSharing Option
ძიუდოში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონის არსენ გალსტიანის აღმზრდელი, 47 წლის იგორ რომანოვი სექტემბერში უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაციისას გაიწვიეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა გალსტიანმა "Матч ТВ"-ის აცნობა, რომ რომანოვი ზაპოროჟიეს ოლქში მძიმედ დაჭრეს და ჰოსპიტალში იმყოფება.

კრასნოდარის ძიუდოს მეხუთე სკოლის დირექტორმა ვიტალი ვანიკმა განაცხადა, რომ რომანოვი "ჰაიმარსით" დაბომბვის შედეგად დაიჭრა, დაზიანებული აქვს ზურგი, მკერდის არე და ყელი, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად მამიჩემის მამასთან მიდიოდა. ეგრე მოუვა ყველა აგრესორს.
ტერეზა მეი
00:54 23-10-2022
0

სიახლეები პოპულარული