რუსეთში მობილიზაციას ფეხბურთელები ვერ გადაურჩებიან

AutoSharing Option
როგორც ჩანს, რუსეთში ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას საფეხბურთო კლუბები ვერ გადაურჩებიან და მოთამაშეებსა და თანამშრომლებს უკრაინაში საომრად წასვლა მოუწევთ.

კალინინგრადის "ბალტიკას" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი კანდალოვმა განაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღო.

"დიახ, რა თქმა უნდა, მომავალ კვირაში სამხედრო კომისარიატში წავალ, მაგრამ ახლა ავად და ბიულეტენზე ვარ. ლაპარაკიც მიჭირს, კბილი ამომიღეს.

მიიღეს თუ არა ფეხბურთელებმა უწყებები? ახლა მათ რთული მატჩი ელით. არ შევაწუხებ", - ციტირებს კანდალოვს "ნოვი კალინინგრადი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ მარტო შეხედულად რას გავენ, ტფუ ამათ ვინმეს, როგორ უნდა მოუგონ?
ეეე
19:17 21-10-2022
2

სიახლეები პოპულარული