გურამ თუშიშვილი ბაქოს გრანდ სლემიდან მოხსნეს

AutoSharing Option
დღეს, 6 ნოემბერს, ბაქოს გრანდ სლემის მე-3 დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ჯამალ გამზატხანოვთან ჭიდაობისას ტურნირიდან მოხსნეს. მიზეზად წესებში შეტანილი პუნქტია, როდესაც ძიუდოისტი გდების დროს თავით მიდის ტატამისკენ (ლაშა ბექაურიც ამ მიზეზით მოხსნეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალიდან) რის გამოც ძიუდოისტი ჰანსოკუ-მაკეთი ისჯება... დასანანია გურამისთვის ასეთი მარცხი, არადა ყველამ კარგად იცის მისი შესაძლებლობები.

ამავე წონაში გამოდის საბა ინანეიშვილი, რომელმაც მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფრიზელი დაამარცხა, მესამეში კი - ტაჯიკ თემურ რახიმოვს შეხვდება.

-90 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის
ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლუკა მაისურაძე მე-3 წრეში მონღოლ მუნხბაიარ ბატოგტოხს შეხვდება.

-100 კილოგრამში ილია სულამანიძე მეორე წრეში უზბეკ ოთაბეკ ტურაბოევს დაუპირისპირდება.

ქალთა შორის +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი მეორე წრეში სერბ მილიკა ზაბიჩს შეხვდება.

წარმატებები ქართველ ძიუდოისტებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ხედავთ დაიწყეს ძიუდოში კლასიკურისა და თავისუფალის ილეთების შემოპარება, ასე, რომ 15-20 წელიწადში ძიუდოს ვერ იცნობთ, ისე, როგორც მე ვერ ვამსგავსებ დღევანდელ ძიუდოს იმას, რასაც სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში ვჭიდაობდით.
ჟორა
08 ნოემბერი 2022 17:10
0
ვაკვირდები ყველა შეხვედრებს რაც კი ჩვენი ტელევიზიით გადის და ვნახე ყველა მოხსნა რაც ამ მიძეზით ხდება. ილეთს არასწორად აკეთებენ, ჩვენ სხვანაირად გვასწავლიდნენ და არავინ ტატამისაკენ თავით არ მიდიოდა. ჩოხიან ჭიდაობაში არ არის ასეთი ილეთი, რომ თავზე გადავლა იყოს საჭირო. რაც ამ წესს აკლია ეს ისაა, რომ ან ყველაზე უნდა გავრცელდეს ან უნდა გააუქმონ. თუ ყველაზე გავრცელდება გარწმუნბთ პირველ შეჯიბრებებში ყოველი მეოთხე-მეხუთე შეხვედრა მოხსნით დამთავრდება.
ჟორა გაბრიჭიძე
08 ნოემბერი 2022 17:02
0
ბერძნულ-რომაულის სტილში გადავლენ და ხალიჩიდან გაყვანა იქნება მთელი ჭიდაობა
:)))))))))))
07 ნოემბერი 2022 11:59
0
მომავალ ტურნირებზე იაპონელების კი არა, არამედ "მასპინძლების" უნდა გვეშინოდეს.
ლაშა LSR
06 ნოემბერი 2022 23:52
0
უკვე ამ საქმის სპეციალისტებიც თანხმდებიან იმაზე რომ ეს წესი შესაცვლელია ეს ერთი მეორე ისაა რომ იგივე ილეთზე არ მოხსნეს აზერები ეს უკვე შერჩევითი მსაჯობაა.მომავალ წელს აღარ უნდა ჩავიდეთ საერთოდ.და თვითონაც ნუ ჩამოვლენ თუ უნდათ.
ალიბეგ
06 ნოემბერი 2022 23:47
0
ჯერ ერთი, ყველაზე უაზრო წესია, მთელი ეშხი დაუკარგა, ძალიან ბევრ ილეთს და მეორეც, შერჩევითად იყენებენ. ასე სპორცმენის დაჩაგვრა, უსინდისობაა დიდი
ჯაფარა
06 ნოემბერი 2022 21:29
2
თუშა აშკარად დაჩაგრეს,არანაირად კისერზე არ გაუვლია!მასპინძელს გაუსწორეს ჩვენ ხარჯზე!ამოვიდა ყელში უკვე გამოსლევებული მსაჯობა
BOSS
06 ნოემბერი 2022 20:33
1
რა ვიცი აბა ეს მსაჯები მარტო ჩვენ გვწვავენ?იქნებ ბოლოს და ბოლოს ვისწავლოთ ეს წესები და არ მოხდეს ასეთი სისულელეები როცა ხსნიან ტურნირიდან ძიუდოისტს.
I
06 ნოემბერი 2022 20:03
5
Სოკარს რო არ აწყენინებდნენ უნდა ვიცოდეთ.ამიტომ ერთი კაცი უნდა გაგვეგზავნა ბაქოში და დანარჩენები წასულიყვნენ ტოკიოში.ანუ პირიქით არქიფო სეთურის არ იყოს.
Ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ნაკრებში რო რაღავ ვერ არის კარგად ვერავინ ამჩნევთ დავიჯერო?
jordan beli
06 ნოემბერი 2022 19:51
6
ის რაც ძიუდოში ხდება მარაზმია. შემოიღეს იმდენი აკრძალვები, რომ მერე ვისაც უნდათ იმაზე იყენებენ, სხვას უტარებენ. ძირითადად ქართველებზე აკეთებენ ამას. გურამის სპეციალურად წააგებინეს. სოკარი ძიუდოს სპონსორია და ბევრ უსამართლობას აკეთებენ აზერების სასარგებლოდ. საერთოდ არ უნდა ჩავიდნენ ჩვენი ძიუდოისტები ბაქოში საჭიდაოდ და დროა ფედერაციამ გააპროტესტოს. თუმცა რას გააპროტესტებს, ორ კაპიკს გადმოუგდებს საერთაშორისო ფედერაცია და ესენიც გაჩუმდებიან.
თენგაბი
06 ნოემბერი 2022 19:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული