გრიგალაშვილმა იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იერუსალიმის მასტერსის მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალში მსოფლიოსა და ევროპის 23 წლის ჩემპიონმა გრიგალაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ირანელი საეიდ მოლაეი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

გრიგალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი უნგრელ ატილა უნგვარის, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს და ფრანგ უმარ ალფა ჯალოს სძლია.

სამწუხაროდ, დღეს ტურნირზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ლაშა შავდათუაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა.

22 დეკემბერს იერუსალიმის ტატამზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რამხელა ტორები აქვს ჩვენს ტატოს! დაამსხვრევდა ყველას, მა რას უზამდა.
ქართველი
09 იანვარი 2023 02:54
0
მჯერა ტატოს გზას ვუყურებთ თავისი წონის ლეგენდობამდე
ვვვ
22 დეკემბერი 2022 10:18
0
ერთ მომენტში გრიგალაშვილის ილეთზე მოლაე თავით დაესო ტატამზე. ქართველი რომ ყოფილიყო უცებ მოხსნიდნენ. ფედერაციამ დასვას ეს საკითხი და მეტი სიცხადე შეიტანოს აღნიშნულ წესში, თორემ მსაჯები კიდევ ბევრჯერ გააგრძელებენ თვითნებობას ჩვენს წინააღმდეგ
თენგაბი
22 დეკემბერი 2022 07:50
0
კი მარა ამ მოლაემ მერამდენე ქვეყანა უნდა მოიცვალოს?
რრრ
21 დეკემბერი 2022 23:47
1
ყველას ერთი თავით ჯობია თავის წონაში,არადა რა მეტოქეები ყავს! ოლიმპიადაც ტატო
ალექს
21 დეკემბერი 2022 21:33
0
შენ გაიხარე!!!
მერაბი
21 დეკემბერი 2022 21:13
1
გილოცავთ ყველას.
მადლობა ტატოს. შრომის მოყვარე ჩანს, ნიჭს არ ფლანგავს..
ესე გაგრძელდება მჯერა და ოლიმპიადასაც მოვიგებთ. და არაერთხელ..
rable
21 დეკემბერი 2022 21:11
0
მთელი ჭიდაობა მას მიჰყავდა და ბოლოს, კონტრილეთით დაიჭირა.
სოსო
21 დეკემბერი 2022 21:10
0
ყოჩაღ, არსენა!
ILIA
21 დეკემბერი 2022 21:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული