ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ანტონიო ტორნალი (დომინიკა), გაბრიელე სული (იტალია), დანიარ შამშაიევი (ყაზახეთი) და ჰეონ ჩეინ კანგი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ფინალში კი დანიელ კარნინს (ბრაზილია) იპონით სძლია, რომელთანაც ადრე ორჯერ დამარცხდა.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ თემურ ნოზაძე (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და მარიამ ციხელაშვილი (57 კგ).

მკითხველის კომენტარები / 20 /
ისტორიაში,ქართული ძიუ-დოს ყველაზე დიდი ტალანტი.
პავლოვიჩი
05 თებერვალი 2023 13:19
0
გენაცვალე ჯიგარში!!
ირაკლი
05 თებერვალი 2023 12:44
0
გულში გენაცვალე ლაშა, მაგ ქართულ გულში. შენ ხარ ერის სიამაყე!
ქობულეთიდან
05 თებერვალი 2023 10:33
0
ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ქართველი ძიუდოისტი,უდიდესი პროფესიონალი და საუკეთესო პიროვნება..არ დაიწყოთ ეხლა ასე არა არის და ტიკტოკერა ბექაური არის მაგარიო..ახლოსაც ვერ მივა ვერაფრით…
gurji
05 თებერვალი 2023 10:02
0
საქართველოს სიამაყე ხარ ლაშა! ძალინ მაგაგარი ხარ! მადლობა! ღმერთმა კიდევ მრავალჯერ გაგამარჯვებინოს! და იმდენი ძალა მოგცეს, რომ სტალინის ძეგლი გორში საკუთარ ადგილზე აღგადგენინოს! ეს იქნება ყველა შენი შესრულებული იპონის ლოგიკური დასრულება!
aburjga
05 თებერვალი 2023 09:42
2
შენ ჭკუა მოგცა და მე ფული რა )))
მეგრელი
05 თებერვალი 2023 13:36
0
კიდევ ორჯონიკიძის, ძერჟინსკის, მჟავანაძის, შევარდნაძის, ალბათ, შენიც...
ბ. დილანიშვილი
05 თებერვალი 2023 12:47
0
Ჯორდან ბელს-Მართალი ხარ მეგობარო-არგენტინელები მესიზე როდისმე იტყვიან წავიდეს ნაკრებიდანო?კაცს და თან,როგორ კაცს ძიუდოში თუ რამე ტიტული არსებობს ყველაფერი მოგებული აქვს და აქ ზოგიერთებმა როდისღა უნდა მიხვდეს რომ წავიდეს ნაკრებიდანო.წავიდეს კი არა სამუდამოდ უნდა იყოს ნაკრებში.
Დაუნახავია ხალხი და ბოროტი,სხვისა წარმატება შურთ,თვითონ კი ერთი ადგილი არა აქვთ რომ რამეს მიახწიონ ცხოვრების მანძილზე.
Ნიკალა პაპა
05 თებერვალი 2023 09:27
0
ეს პატარა საქართველო რა მაგარია და რა დიდი კაცები ყავს წარმატება ყველა ქართველს სპორტსმენს თუ არასპორტსმენს!
გიორგი
05 თებერვალი 2023 04:34
0
ყოველთვის ვგულშემატკივრობ ჰიმნის ვიდეო დადეთ ემიგრანტებისთვის!
კახა
05 თებერვალი 2023 02:50
0
მადლობა ლაშას, ჯუდოს ლეგენდებში დაიდო ბინა რახანია და აგრძელებს.. მომავალი თაობის მაგალითი შეუპოვრობით და შემართებით. გილოცავთ ყველას.
rable
04 თებერვალი 2023 23:21
0
ლეგენდა ცოცხალი
Tete1234
04 თებერვალი 2023 23:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული