კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლიის სძლია.
ფინალში ჩვენებურის მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება, შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და ტატომ იმარჯვა.
ტატო დაღვინდა და წარმატებებმაც არ დააყოვნა.
მსოფლიოს მოგებას ვუსურვებ!