ქართული ფინალი დოჰაში! ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.

ლუკამ უნგრელი რომან გოზი, თურქი მიჰაელ ჟანკისა, ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი და იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი, სერბი ნემანია მაიდოვი, რუსი მანსურ ლორსანოვი და იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ის როგორ გამოვიდა, რომ ერთმა პირველი წერე გამოტოვა, მაგრამ ორივემ მაინც 4-4 შეხვედრა ჩაატარა?
odala
11 მაისი 2023 19:57
3
მსოფლიო დაპატარავდა და საქართველოში ჩაეტია. ეს ბექაურმა და მაისურაძემ მოახერხეს და მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატად გადააქციეს. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!
AI
11 მაისი 2023 19:50
1
Ra dasananania erterti rom waagebs finals...orive oqros imsaxurebs alalad...
Givi
11 მაისი 2023 19:37
0
თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებოოოოო
ქართველი
11 მაისი 2023 19:30
0
ლუკამ რომ მოიგოს მაინც ბექაური წავა მსოფლიოზე
Soso
11 მაისი 2023 19:27
0
სად მსოფლიოზე ? ალბათ ოლიმპიადას ამბობ, მანდ წონა გაორებული გვექნება , ანუ ორივე წავლენ
Lasha 19
11 მაისი 2023 21:10
0
ფინალში რომ გავიდნენ,ეგ ხომ თავისთავად,მაგრამ როგორ გავიდნენ,მაგასაც ხომ აქვს მნიშვნელობა.არც ერთს,არავისთან არ შექმნიათ პრობლემები,ყველას თავისუფლად უსწორდებოდნენ და ლამაზად ამარცხებდნენ მეტოქეს.მურაო რომ მურაოა,ბექაურთან ვაზარი შეაპარა და ოციოდე წამში,ლაშამ ორი ვაზარი დაუბრუნა ხურდაში.ლუკას,ეგ ერთი ვაზარიც ვერავინ მოუხერხა და მხოლოდ მსაჯები აძლებინებდნენ მეტოქეებს,იქამდე,სადამდეც უძლებდნენ.არც ჩავარდნას,არც თავის გატარებას,არც ფეხში ხელის წავლებას,არც ბლოკირებას და არც ცალმხრივ ჩავლებას,ჯიუტად არ ამჩნევდნენ მსაჯები,ჩვენ თვალის ცუდად დახამხამებასაც რომ არ გვპატიობენ და მაინც პირწმინდად დაამარცხეს ყველა მეტოქე,ჩვენმა ლომებმა.ფინალში რომელი მათგანი გაიმარჯვებს,უკვე აღარ ვდარდობ.ორივე ჩვენია და თანაც მეგობრები.უბრალოდ ღმერთს ვეხვეწები,რა იქნება,ხვალაც ქართული ფინალი გამეორდეს და ალიკა დავითაშვილისა თქმისა არ იყოს,სულაც არ ვუყურებ ფინალს.
სოსო
11 მაისი 2023 19:09
0
ჩვენი საამაყო ვაჟკაცები!!! გილოცავთ❤️
გულშემატკივარი
11 მაისი 2023 18:51
0
რა ბედნიერებაა, საღოლ ბიჭებო. წინ, საქართველო. წარმატებები ყველა ქართველს.
Mamuka09ze
11 მაისი 2023 18:49
0
საგიჟეთია. ამას თუ მოვესწრებოდი არ მეგონა. გაჭერით მედალი შუაში.
ჭორლეონე
11 მაისი 2023 18:25
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! ერთია, რომ მართლა მაგარი ორთაბრძოლები მოიგეთ.არანაკლებ სასიხარულოა, რომ ულამაზესი გდებებით ანებივრებთ გულშემატკივარს!
james
11 მაისი 2023 18:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული