სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ზელიმ კოცოევთან (აზერბაიჯანი) დამარცხდა.

სულამანიძე პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ გონჩიგსურენ ბატხუიაგი (მონღოლეთი) და ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია) დაამარცხა, მეოთხედფინალი არმან ადამიანთან (რუსეთი) დათმო, რეპეშაჟში კი კაიელ რეიესს (კანადა) სძლია.

ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლის (ლაშა ბექაური) და ერთი ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს მოპოვებული.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს ბიჭი მომავალში აუცილებლად გახდება ჩემპიონი! ვინც უყურა და ოდნავ მაინც ჭიდაობის გაგებაშია, მიხვდება! აგერ მე და აგერ თქვენ!
მამუკა
20:56 12-05-2023
0
უნამუსოებმა წააგებინეს კაცს! ორი ვაზარი არ ჩაუთვალეს! აი სოკარი, რომ ფულებს ატრიალებს რუსებთან ერთად ძიუდოში აგერ გამოჩნდა!
მწრთვნელი
20:10 12-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული