მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში უზბეკეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
მოიგეს - ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა.
წააგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, გაიარა მონღოლეთისა (4:2) და ბრაზილიის (4:3) ბარიერი, იაპონიასთან კი დამარცხდა (1:4).
ჩვენი მეტოქე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებს შორის დამარცხებული იქნება.
ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries
ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries