ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დოჰაში გაიმართა დასრულდა. ერთი შეხედვით, ოფიციალური ინფორმაცია უდიდეს ემოციას იტევს. აქ ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა. როგორც მთავარი მწრთვნელი უბედნიერესი ვიყავი ფინალში ორი ქართველის შეხვედრა რომ გადაწყდა. უკვე აშკარა იყო, რომ ოქროც და ვერცხლიც საქართველოს საკუთრება გახდებოდა, მხოლოდ მფლობელთა ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ბუნებრივია ამ შედეგს რამდენიმე წლიანი დაუღალავი შრომა დასჭირდა. ჩვენს გუნდს ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება, ერთიანობა , საქმისადმი
უანგარო სიყვარული აძლიერებს. ეს გამარჯვება კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევაა ძიუდოს ისტორიაში. გარდა ძიუდოისტების თავდაუზოგავი შრომისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის გულშემატკივრობაც.

მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ იმედები გავამართლეთ. ეს კი თითოეული ძიუდოისტის დამსახურებაა, მადლობა თითოეულ მათგანს. ესენი არიან:

გიორგი სარდალაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი
ტატო გრიგალაშვილი
ლუკა მაისურაძე
ლაშა ბექაური
ვარლამ ლიპარტელიანი
ილია სულამანიძე
გურამ თუშიშვილი
კოტე კაპანაძე
გელა ზაალიშვილი
ეთერ ლიპრტელიანი
ეთერ ასკილაშვილი

სოფიო სომხიშვილს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ გუნდს ამ წარმატების შემომქმედებს, საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, დავით ქევხიშვილს,გიორგი ათაბეგაშვილს, მწვრთნელთა საბჭოს:გურამ მოდებაძეს,ლომერ ჟორჟოლიანს, ამბაკო ავალიანს, გიორგი ბაინდურაშვილს,ნოდარ მეტრეველს, გიორგი ყიზილაშვილს, ირაკლი ცირეკიძეს, გიორგი თენაძეს, კახაბერ მოცრაძეს, ასევე სამედიცინო გუნდს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩვენ დიდ ოჯახს უზარმაზარი მიზნები და რესურსი აქვს, კიდევ ბევრჯერ გაახსენოს მსოფლიოს, რომ “ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო”. გაუმარჯოს ქართულ სპორტს, გაუმარჯოს ქართულ ძიუდოს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაისურაძემ მოიგო მსოფლიო,მაგრამ ვფიქრობ ბექაური უნდა წაიყვანონ ოლიმპიადაზე,ბოლო გდებამდე მაისურაძე თავს იცავდა არაფერი გაუკეთებია,მართალია მოიგო და ამ წონაში ერთ ერთი საუკეთესოა,მაგრამ მაინც ალბათ ბექაური
L
16 მაისი 2023 00:01
3
მართალია ბექაური უფრო აქტიური იყო მაგრამ დასაფასებელია მაისურაძის სწორი ტაქტიკა. რაც ზოგადად ძაან მნიშვნელოვანია. მაგალითად სულამანიძე უძლიერესი მოჭიდავეა მაგრამ ტაქტიკურად უჭირს. ამასთან ერთად მაისურაძეც ხომ არ უნდა დაიჩაგროს?! გასათვალისწინებელია მისი მოტივაცია რაც ბექაურს იმდებად ვეღარ ექნება. ასე რომ ძაან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ მწვრთნელებს. ორივე იმსახურებს დს ორივე ძაან მაგრები გვყავს. წარმატებები!!
მათე
16 მაისი 2023 19:06
1
მეც გეთანხმები მარა მეორეცაა, შემდეგი მსოფლიოც და ევროპაც თუ ლუკამ მოიგო რა სინდისით უნდა დატოვინ? ასე რომ ბექაურმა ირთიერთ შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს უპირატესობა.
გფფ
16 მაისი 2023 09:38
0
ყველა გამოხმაურება
გაიხარეთ თქვე მაგრებო ! და ერთი პრობლემა გვაქვს --1 წელი რჩება ოლიმპიადამდე და 90 კილოში ორი ისეთი ლომი გვყავს რომ ერთერთის არ წასვლა ოლიმპიადაზე იქნება უბედურება ! და ამიტომ იფიქრეთ იქნება ბექაური გადავიდეს 100 კილოში ? მაისურაძე ძალიან დაბალია 100 კილოსთვის და ვერ გაქაჩავს
zura222
15 მაისი 2023 22:08
11
სულამანიძეს რას ვუპირებთ, ვტოვებთ? მითუმეტეს, თუ ვინმეს წონა აქვს შესაცვლელი თუშიშვილია, ის უნდა ჩამოვიდეს და კონკურენცია შეუქმნას სულამანიძეს
ალექს
16 მაისი 2023 08:17
1
როგორც კი გადაიყვანენ 100 კილოში ეგრევე მივიღებთ მეორე ღვინიაშვილს.
ჭორლეონე
16 მაისი 2023 08:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული