საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰააგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:1 დაამარცხეს მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები და მას შემდეგ, რაც გუნდური ჩემპიონატები შერეული ფორმატით ტარდება, პირველად გახდნენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები.
ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თამაზ კობერიძე, გიორგი ბადუაშვილი, ნინო ლოლაძე, ნინო პაპიძე, ეთერ ასკილაშვილი, კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე და გიორგი ტერაშვილი.
ტურნირზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედლები თენგიზ ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს.
ახლაღა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა მდგომარეობა და კვარამ ერთგვარად გაუკვლია გზა ქართველ ფეხბურთელებს, მაგრამ ვაი რომ ჩვენს მეტოქეებს გაცილებით გრძელი სათადარიგო სკამი აქვთ...