ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე

AutoSharing Option
ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 7 ძიუდოისტი წარსდგა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში იასპარეზებს, მან მეოთხედფინალში ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ყაზახ კაჟიბაიევს მარტივად სძლია. გურამი ფინლაში ინალ ტასოევს შეხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გელა ზაალიშვილი, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ჯამალ გამზადნახოვს სძლია, თუმცა ნახევარფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა. გელა ბრინჯაოსთვის ბრძოლას ტამირლან ბაშაევის წინააღმდეგ გამართავს.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად ასპარეზობს ილია სულამანიძე, მან მერვედფინალში ბრიტანელი ნიზ ტომპსონი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ხორვატი ზლატკო კუმრიჩს სძლია, ნახევარფინალში ფრანგ აურელინ დიესე
დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მატვეი კანეკოსვსკის დაუპირისპირდება.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერეკლე ბაზიერიშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო, თუმცა მერვედფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურთან დამარცხდა.

ვლადიმერ ახალკაცი, თორნიკე ფოლადიშვილი (-90 კილოგრამი ორივე) და სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რად გინდა მერე მიეკარება ტასოევი და ესეც გაგორდება გოჭივით.ტიპი რინერს ეჭიდავება ტოლ-სწორად და ეს ტასოევი რა გაუხდა?
ეეე
24 სექტემბერი 2023 16:24
2
რინერს ტოლსწორად სწორედაც რომ ტასოევი ეჭიდავება,ბოლო მსოფლიოს არ უყურეთ?
ალექს
24 სექტემბერი 2023 17:33
1

სიახლეები პოპულარული