ევროპის ჩემპიონატის ფინალში სამი ქართველი გავიდა

AutoSharing Option
მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე საჭიდაო დღეს ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში გავიდნენ.

ბექაურმა მურად ფატიევს (აზერბაიჯანი), მარკუს ნიმანს (შვედეთი), ალეკსის მატიეს (საფრანგეთი) და ნოელ ვან ტენდს (ნიდერლანდები) სძლია და ფინალში ნემანის მაიდოვს (სერბეთი) შეხვდება.

სულამანიძემ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლუის მაი (გერმანია), აარონ ფარა (ავსტრია) და პეტერ პალჩიკი (ისრაელი) დაამარცხა, ფინალში კი ზელიმ კოცოიევს (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდება.

თუშიშვილი პირველი წრი
დან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა და ფინალში მარტი პუუმალაინენს (ფინეთი) შეხვდება.

სოფიო სომხიშვილი (78 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
3 ვერცხლი..
სიმართლე
05 ნოემბერი 2023 22:17
0
მაგრად მოუმზადებიათ გუნდი კაცი რომ სამი დღის განმავლობაში ერთი ვაზარის მეტს ვერ ნახავ და ამ დროს ყურები გაქვს წაღებული ამათი დონით და სიძლიერით სირცხვილია უბრალოდ. ისე ბოლო ფინალს რაც შეეხება ან აშკარად დაუთმო თუშიშვილმა ან კიდევ მწვრთნელის მაგივრად მტერი ეჯდა სეკუნდანტად
გოგა
05 ნოემბერი 2023 22:10
1
mec rogorc momechvena iyomaratqo meugles veubnebodi naxe zalit waagotqo....
Nikoloz
06 ნოემბერი 2023 08:33
0
სამი გავიდა სამივემ ჩ---ვა კაით რა გუჯეჯიანს არაფერ ვერჩის დამპალი ფედერაციაა გადასაშენებელი.
რრრ
05 ნოემბერი 2023 22:00
0
ფედერაციას უნდა შეუწყდეს დაფინანსება.უნდა შევიდეს პროკურატურა და ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული გუჯეჯიანით გაგრძელებული და თუშიშვილით დამთავრებული უნდა დაადგინოს რეალურად რა მოხდა ფინალებში.განსაკუთრებით თუშიშვილის ფინალზე.ძალიან ბინძური სუნი უდის ამ ევროპის ჩემპიონატს ქართველების მონაწილეობით
სანდრო
05 ნოემბერი 2023 21:57
1
კარგით რაა პირველად ნახეთ ასეთი რამ ქართველი სპორტსმენისგან?რაბპროკურატურა,ხასიათის და ფსიქოლოგიის პრობლემაა.პეტრიაშვილმა ორ წამში წააგო ოლიმპიადის ფიმალი,თუშიშვილმაც იგივე ოლიმპიადაზე როგორც წააგო ახლაც ისე წააგო.სერიოზული ფსიქოლოგები სჭირდება ზოგადად ქართულ სპორტს და არა პროკურატურა...
Master
06 ნოემბერი 2023 00:30
0
ნეტავ არ გასულიყვნენ საერთოდ...
ალექს
05 ნოემბერი 2023 21:56
0
მერე რომ გავიდნენ რა ქნეს!! უნდა შეიცვალოს რაღაც ასე გაგრძელება არ შეიძლება.
gia
05 ნოემბერი 2023 20:58
3
ვულოცავ ჩვენს საიმედო ლომებს წარმატებას, მაგრამ ეს სულაც არ ათეთრებს დაბალი და საშუალო წონების წარუმატებლობას, ის წონები ცალკე უნდა გაირჩეს და მიზეზი და მიზეზი აღმოიფხვრას.
ჟორა გაბრიჭიძე
05 ნოემბერი 2023 19:08
0
"ლომებისათვის" ფინალში დამარცხება წარმატება არ არის!!! მათ ვარჯიშს მოუკლეს და შედეგიც სახეზეა!!!
ჟორა გაბრიჩიძეს
05 ნოემბერი 2023 23:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული