ლუკა მაისურაძე პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოულოდნელად პირველსავე წრეში მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე თურქ მიხაილ ჟგანკთან დამატებით დროში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოემშვიდობა.

შეგახსენებთ, ამავე წონით კატეგორიაში ევროპირველობას ლაშა ბექაური შეუტევს, -100 კილოში ილია სულამანიძე იჭიდავებს, +100-ში - გურამ თუშიშვილი, რაც შეეხება ქალთა თანრიგს, +78 კილოგრაში სოფიო სომხიშვილი გამოვა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
Აშკარად მოუმატეს თურქებმა... Ევროპის ჩემპიონატი ტოპ ტურნირია,მასში მონაწილეობაც უკვე დიდ წარმატებად ითვლება. Ამ ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა უკუსვლა, რეგრესი, მარტო შედეგებით არ ვმსჯელობ, ზოგადად ჩვენს ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს, რომლის მიზეზების დადგენას და გამოსწორებას ობიექტური, კომპეტენტური და თამამი ანალიზი სჭირდება. Ღვთის მადლით პროფესიონალები გვყავს, ამიტომაც დაუყონებლივაა საჭირო ან სიტუაციიდან გამოსავალი მოსაძებნი.
Დათო
18:44 05-11-2023
0
სამი ფინალი გველოდება, როდის დაწერთ?
გია
18:10 05-11-2023
0

სიახლეები პოპულარული