ფინალში თუშიშვილიც დამარცხდა - ქართველების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა

თუშიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა, ფინალში კი დამატებით დროში მარტი პუუმალაინენთან (ფინეთი) მარცხი განიცადა. არადა, ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ ძირითადი დროის დასასრულს ანგარიში გაუთანაბრა და საბოლოოდ სძლია.

ამრიგად, ტურნირზე ფინალში ოთხი ქართველი დამარცხდა - თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
Ბექაურმა მაგრად იბრძოლა,ილომ წააგო.თუშამ ოლიმპიადის არ იყოს მცხეთამდე მოტანილი მედალი ჯერ ოლიმპიადაზე გაატანა უკან და ეხლა ხო საერთოდ...არ ვიცი რა ვთქვა
jordan beli
06 ნოემბერი 2023 21:44
0
მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე, სადაც აზიელებიც იქნებიან, ასეთი ფიზიკური მომზადებით ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდება.
ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
06 ნოემბერი 2023 21:24
0
Ვინ რა გაყიდა ხალხო ნორმალურები ხართ?ტატომ გაყიდა?ბექაურმა? Და ვის მიჰყიდეს? Ვაი თქვენ პატრონს!ეს ძიუდოა და არა ფეხბურთი,ესენი მგელი ბიჭები არიან და არა მამიკოს ფულებით ნალოლიავები ვიღაცეები...
Გაყიდეს კი არა ვინც ტატოს ფინალში მთელი ჭიდაობის დროს უყვიროდა ხელი დაუჭირე,ხელი დაუჭირეო იმას უნდა მოაჭრა ხელი.რა ხელი დაუჭირე ბრდღვნად არ ეყოფოდა რევაზიშვილი თავიდანვე რო შეეტია ტატოს.ბოლოს 14 წამი რო დარჩა და ისევ რო უყვიროდა ხელი დაუჭირეო და მაშინ კი ვთქვი რო რევაზიშვილი ღირსი იყო მოგების.ტატოც გაბრაზდა,ეცა დრო არ ეყო თორე შუაზე გაგლეჯავდა რევაზიშვილს.
Ხოდა კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა და კოკა კიდე ყოველთვის ვერ მოგიტანს წყალს...ძაან ცუდი სიტუაცია ნაკრებში,ვიტყოდი რა მხრივ,მაგრამ დაიბლოკება კომენტარი.ნაწილობრივ ვთქვი კიდეც
jordan beli
06 ნოემბერი 2023 19:30
0
შვიდი წონიდან 4 ფინალისტი და არცერთი ოქრო, ეს კატასტროფაა. რატომ ვერ ამჩნევს ქართული ძიუდო, რომ დღეს კარგი სუნთქვის გარეშე წარმატების მიღწევაზე ფიქრიც ზედმეტია (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო). სწორედ სუნთქვამ დაღუპა ბექა ღვინიაშვილის ტალანტი და იმის ნაცვლად, რომ მისი მაგალითი გაკვეთილად ჰქონოდათ დანარჩენებს, უკუმიმართულებით წავიდნენ და თუ ადრე ერთი ბექა გვყავდა, დღეს ათი ბექა გვყავს. კოცოევს სულა თვითონ რომ არ შეხტომოდა გარე ეხზე, ის ილეთის გაკეთებას არც შეეცდებოდა, რადგან მისი ტაქტიკა დამატებით დროში გადასვლაზე იყო გათვლილი და იქ დაღლილ ილიას ერთი ილეთით მოუღებდა ბოლოს, ანუ დღეს ყველა ამ ტაქტიკით გვეჭიდავება და შედეგიც აქვთ. ჩვენი მწვრთნელთა შემადგენლობა რას ფიქრობს ამ დროს? დიხანიას კროსების სირბილი უნდა, ამათ კი გონიათ ტატამზე ვარჯიშით გავლიან ფონს. სირცხვილია უბრალოდ. მე არ ვიცი ყავს თუ არა ნაკრებს ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, მაგრამ თუ არ ყავს ეს აუცილებელია და არა ერთი. მე ვიცი, რომ ყველა მსოფლიო დონის მოჭიდავეს მწვრთნელები და მასაჟისტები კი არა, ასტროლოგებიც ყავთ. ჩვენ კი დავუნიშნავთ ნაკრებს მთავარ მწვრთნელს 2-3 დამხმარეს და ვითხოვთ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონებს. დიდი სპორტი დღეს დიდი კომერციაცაა და დიდი ფულიც, ჩვენ კი დღემდე გასული საუკუნის 70-იანი წლების დონის აზროვნება გვაქვს ამ საქმეში.
ჟორა გაბრიჭიძე
06 ნოემბერი 2023 18:01
3
მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე, სადაც აზიელებიც იქნებიან, ასეთი ფიზიკური მომზადებით ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდება.
ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
06 ნოემბერი 2023 17:37
0
თუშიშვილის წაგება რა იყო ასე როგორ შეიძლება რით ვერ ისწავლეს გენო პეტრიაშვილსაც კიდევ ვარესი დაემართა თუ გახსოვთ არქვი რა ვთქვა პროგესიონალიზმი აკლიათ ალბათ ერთი გამარჯვება არაფეეია იმედია მსგავსი აღარ იქნება ( მომიშალეს ნერვები :) )
nika
06 ნოემბერი 2023 17:15
0
რუსების პირველი ნომრების არყოფნაში ჩვენი ბიჭების შედეგი მართლაც რომ დიდი წარუმატებლობაა, ამას წყალი არ გაუვა! იმედი მაქვს ჩვენი ფედერაცია უმოკლეს დროში კრიტიკულად შეაფასებს ამ ევროპაზე ჩვენების გამოსვლას და საოლიმპიადოდ მაინც შეიმუშავებს მომზადების სწორ გეგმას! მსოფლიოსთვის რაღა მოესწრება არ ვიცი, აზიელებთან ამ დონის ჭიდაობით უმაღლესი შედეგების დადება წარმოუდგენლად მეჩვენება. გოგონებს რაც შეეხება… აქ საერთოდ სათვალავშიც არ ვართ…
პაატა
06 ნოემბერი 2023 16:27
3
ბექაურის ჭიდაობას ვუყურე. ტაქტიკურად მეტოქემ დაჯაბნა. თავიდან ორი შიდო მიიღო, დაისვენა, ბექაური დაღალა. ძლივს დალასლასებდა. მერე კი შეუტია და გაიმარჯვა კიდეც.
ბადრი
06 ნოემბერი 2023 12:56
0
კი ეგრე წააგო, ძალიან დაიღალა და ბოლოს ძლივს დადიოდა, მაიდოვი კი ჯანზე იყო
ttt
06 ნოემბერი 2023 16:00
0
როდის იქნება რომ ტვინით იჭიდაოს ქართველმა.... და დიხანიას მიხედონ....
roni
06 ნოემბერი 2023 12:18
2
არა მაგრები კი ხართ, მაგრამ ოთხი ფინალის წაგება? ფსიქოლოგს გაესინჯეთ ბიძია
irakli81
06 ნოემბერი 2023 11:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული