ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გალა-დაჯილდოების ცერემონია.

წლევანდელ წელს პირველად დაწესდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, გამორჩეული სპორტის მოღვაწის, იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვის.

2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ
ჩემპიონს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი სპორტული ღონისძიებაა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მასში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას იღებს 7000-მდე სპორტსმენი.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.
აღსანიშნავი და საამაყოა, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ დაწესებული აღნიშნული საპატიო ჯილდო პირველად ჩვენმა საამაყო ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა დაიმსახურა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლაშა ბექაურს დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს ახალ წარმატებას.

რაც შეეხება, საუკეთესო ქალი სპორტსმენის ჯილდოს, იტალიელ ტყვიის მსროლელ ჯესიკა როსის ერგო.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ლაშა ოლიმპიადაზეც და პირად ცხოვრებაშიც! მაგარი კაცი ხარ და სულ მაგრად გაგიმარჯოს!
არჩილ
08 ივნისი 2024 22:13
0
გილოცავ ვაჟკაცო ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ამინ აბა წარმატებები გენაცვალე გულში მგელი ხარ
კაკო
08 ივნისი 2024 06:49
0
ლაშიკ აბა შენ იცი.მთელი ქვეყანა შენი ოქროს მოლოდინშია,გეხვეწები შეასრულე რა
ძიუდოს გიჟი გულშემატკივარი
07 ივნისი 2024 17:32
0
გენაცვალე! ლომო!
ირაკლი
07 ივნისი 2024 15:41
0
ლაშა გილოცავ! მთავარი წარმატება წელს - ოლიმპიადაზე! მთელი ერი გგულშემატკივრობს შენ! მთელ ძიუდოისტთა ნაკრებს! წარმატებებს გისურვებთ!
alexandre
07 ივნისი 2024 13:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული