"ჩემი ძმაა, ძალიან მიყვარს"- ვრცელდება ლაშა ბექაურის და მისი იაპონელი მეტოქის, სანშირო მურაოს ვიდეო დაჯილდოების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ლაშა მაგარ სპორტსმენთან ერთად მაგარი პიროვნებაცაა და ყველას უყვარს მეტოქეებსაც მაყურებლებსაც ! ისე დარია ბილოდედთან ნეტავი გამოუვიდა რამე ? ტოკიოში სულ ერთად რომ იყვნენ და სასაცილო ვიდეოებსაც რომ იღებდნენ )))
zura222
16:40 01-08-2024
2
გეყვარება არ გაახარე არსად:)))))))
soso
15:40 01-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული