მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალში გავიდა - ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
პარიზის გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღეს ლუკა მისურაძე (90 კგ) ფინალში გავიდა, საბა ინანეიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

მაისურაძემ ფრანგი მაქს ლომბარდი და მსოფლიოს იაპონელი ჩემპიონი გოკი ტაჯიმა დაამარცხა და ფინალში კორეელ კიმს შეხვდება.

ინანეიშვილმა ფინელ მარტი პუმალაინენს იპონით სძლია, ნახევარფინალი კორეელ ლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რეპეშაჟში მარცხი ზაურ დვალიშვილმა (81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) განიცადეს. ტურნირს ადრეულ ეტაპზე კოტე კაპანაძე (81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი
თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ვუყუროთ ფინალურ ბლოკს?
ბუტა
20:12 02-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული