ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მაისურაძემ ფრანგი მაქს ლომბარდი და მსოფლიოს იაპონელი ჩემპიონი გოკი ტაჯიმა დაამარცხა, ფინალში კი კორეელ კიმთან დამარცხდა.

ინანეიშვილმა (+100 კგ) ფინელ მარტი პუმალაინენს იპონით სძლია, ნახევარფინალი კორეელ ლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ იუტა ნაკამურასთან დამარცხდა.

რეპეშაჟში მარცხი ზაურ დვალიშვილმა (81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) განიცადეს. ტურნირს ადრეულ ეტაპზე კოტე კაპანაძე (81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) გამოეთიშნენ.

გუშინ ბრინჯაოს
მედალს ვაჟა მარგველაშვილი 66 კგ) დაეუფლა.

altმარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამდენი გაცდენის შემდეგ კარგი შედეგია. ფორმაში შევა ნელ-ნელა. მთავარია მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე სრული მობილიზება. წარმატებები!
დათა ჯუმაშხია
22:53 02-02-2025
2
მაისურაძემ არ წააგო ეს ფინალი! როგორც ყოველთვის ქართველი ძიუდოისტების აქილევსის ქუსლია დაღლა... ვერა და ვერ აღმოფხვრეს ეს პრობლემა!!!! დაიღალა და მაგით წააგო რა გახდა კარგი მოსამზადებელი ზბორის გავლა? ყველა გვეღლება გოლდენ სკორში ფეხზე ვერ დგანან.
რონი
22:29 02-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული