ბრინჯაოს პრიზიორები რობერტ კობლიაშვილი (85) და რევაზ ნადარეიშვილი (98) გახდნენ. კობლიაშვილს გადამწყვეტ შეხვედრაში რუსთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე არ გამოუცხადდა, ნადარეიშვილმა კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს სძლია - 3-1.
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 71, 75, 85 და 96 კგ-ებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა შმაგი ბოლქვაძემ (71) და მინდია წულუკიძემ (75).