ჭიდაობაკლასიკური
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
13:45/04-02-2019
+-

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს პირადად შეხვდება, რომ ის დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს.

ყაველაშვილმა განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას, რომელმაც ევროპის ჩემპიონს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასახვა ჯგუფის მიერ სპეკულირების, რაც მე ვფიქრობ, არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ამ თემას სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თქვენი ხელისუფლების დროს ფედერაციების პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ და ვერტიკალი იყო ერთპიროვნულ მმართველობაზე. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფედერაციები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახლა განვიხილავთ მმართველობის თემას, სადაც არის ხარვეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად გამკაცრდება სიტუაცია. ჩვენ ფუნქციას გამოვიყენებთ, პარლამენტი და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული", - მიმართა ყაველაშვილმა ოთარ კახიძეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონ ზურა დათუნაშვილის თქმით, ის არჩევანის წინაშე დგას და თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიცვლება, მას სხვა ქვეყანაში მოუწევს საასპარეზოდ წასვლა.

წყარო: ipn.ge


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
3
zurab
(1)
/
Dislike(0)
ასეთი ფედერაცია კი არა, ხელისუფლებაა დასადები ნიჩაბზე. რაც მოხდა, მას შემდეგ ყველა რომ ევედრებოდეს გეგეშიძეს დარჩენას, ის მაინც უნდა წასულიყო, მაგრამ არაკაცს არაკაცები უჭერენ მხარს. მიბაძეთ ლევან თედიაშვილს, არაკაცებო! პირველ რიგში, ხაბელოვის გამკვირვებია.
10:47:41 AM 3/7/2019
გამოხმაურება(0)
უტიფრები
(1)
/
Dislike(2)
მაგ სიმართლიღ გატაროს ღმერთმა.გეგეშიძე და მისი ძმა ოცნების ზონდერები თურმე აურჩევიათ.ამას ერთი გრამი ნამუსი არა აქვს.
10:49:13 AM 2/7/2019
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2