ვარშავაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.
იაკობ ქაჯაია (130 კგ) ფინალში თურქ რიზა კაიასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ლერი აბულაძემ (63 კგ) აშკარა უპირატესობით (9:1) სძლია რუმინელ მიხაი რადუს და ბრინჯაოს დაეუფლა.
შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) უნგრელი ატილა ფრიტჩი დაამარცხა (3:1) და ფინალში გავიდა.
აივენგო რიკაძემ (82 კგ) ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ადლან აკაევთან წააგო (1:6) და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაიშვილმა (87 კგ) ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
- ასევე გენოზეც - მოძმანაშვილი მაინც ჩამოვიყვანოთ - აგკულს რომ ავარჯიშებს... მ ძ ი მ ე შ ი ორივე ოლიმპიური ოქრო ა რ გავატანოთ თურქებს.