სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია! - ქართველების დღე სანქტ პეტერბურგის მასტერსზე

AutoSharing Option
სამი ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი სანქტ პეტერბურგის ძიუდოს მასტერსის ფინალში არიან.

ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში კი, მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი იქნება.

1/2 - ფინალში უნგრელ მიკლოს ცირეინცისზე უკეთესი აღმოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი. 28 წლის ძიუდოისტი მთავარი სინჯის მედლისთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს დაუპირისპირდება.

ბრაზილიელი რაფაელ სილვას დამარცხების შემდეგ ფინალში კიდევ ერთ ბრაზილიელს შეხვდება გურამ თუშიშვილი. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველის მეტოქე დავიდ მოურა იქნება.

ფინალური შეხვედრების ყურება 18:00 საათიდან
''სილ უნივერსალზე'' იქნება შესაძლებელი.


მკითხველის კომენტარები / 8 /
არის მესამე ოქროც!!! ბრავო გურამ!!!
tngh
17 დეკემბერი 2017 20:50
0
არის მესამე ოქროც!!! ბრავო გურამ!!!
tngh
17 დეკემბერი 2017 20:45
0
ბექამ და ლიპომ უკვე გაიმარჯვეს,ახლა გურამის ჯერია.ლომებმა ბარბარობა მოგვილოცეს.მეც გილოცავთ ბარბარობასაც და გამარჯვებებსაც.გურამისაც გაემარჯვოს.
სოსო
17 დეკემბერი 2017 19:46
0
ფანტასტიკა,სამი გამარჯვება,სამი ოქრო,სამივე ულაპარაკო და კითხვის ნიშნის გარეშე.ასეთი, ამ საუკუნეში, ქართულ ძიუდოს მე მგონია არ არ ჰქონია და გარდა თბილისის ტურნირისა,არც არასოდეს.გილოცავთ ყველას და ასე გაგვეგრძელებინოს მომავალშიც.
სოსო
17 დეკემბერი 2017 20:25
0
არის მეორე ოქრო!!! ბრავო ლიპო!!!
tngh
17 დეკემბერი 2017 19:43
0
არის პირველი ოქრო!!! ბრავო ბექა!!!
tngh
17 დეკემბერი 2017 18:59
0
es aris sazogadoebrivi arxi amat dafinanseba kiarunda gauzardon unda mouxsnan genacvalet bichebo tqven icit gagvaxaret
davit
17 დეკემბერი 2017 18:03
0
მიდით ლომებო თქვენ გენაცვალეთ!!!!
kaji
17 დეკემბერი 2017 17:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული