უფრო ახლოს ჩემპიონობასთან: ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება "ჰაცუ ბაშოზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც იაპონელთა ყურადღების ეპიცენტრშია.

დღეს მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინი დოჰიომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ტურნირზე ლიდერობა განიმტკიცა. მან საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში მონღოლი ტამავაში დაამარცხა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 14:6 გახადა.

ტოჩი პირველ ადგილს მონღოლ კაკარიუსთან ერთად იყოფდა, თუმცა კაკარიუ სენსაციურად დამარცხდა ენდოსთან და 11 გამარჯვებით ტოჩინოშინი გალიდერდება. ქართველს "იუშოსთან" ისიც აახლოებს, რომ მომდევნო შეხვედრები ნაკლებად რთულ მეტოქეებთან ელის და მდევრებს 2 მოგებით უსწრებს.

შემდეგი შეხვედრა ქართველ სუმოისტს ხვალ მონღოლ იჩინოჯისთან ელის. საერთო ჯამში კი,
3 სატურნირო დღე დარჩა.

დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მონღოლ მიტორიუსთან დამარცხდა. მას ჯამში 6 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ბრძოლა მოუგია ხო არ ღადაობთ
სერგსტაზი
06:38 26-01-2018
0
გორგოძეები რა დევკაცები გვყავს,მიხარია ლევანის წარმატება ვგულშევმატკივრობ დიდი ხანია,მოგვაწოდეთ მისი გამოსვლის ვიდეოები.
zas.
23:37 25-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული