ტოჩინოშინმა ყველაზე მძიმეწონოსანიც დაამარცხა! - იმპერატორის თასამდე ორი შეხვედრა რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ნაწილს უახლოვდება და ორ დღეში იმპერატორის თასის მფლობელიც გამოვლინდება.

დღეს მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინი დოჰიომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უფრო რეალური გახადა ჩემპიონობის შანსი. მან მნიშვნელოვან შეხვედრაში მონღოლი მძიმეწონოსანი იჩინოჯი დაამარცხა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 11:5 გახადა.



ტოჩის მთავარი მდევარი მონღოლი კაკარიუ დღესაც დამარცხდა და უკვე ორი გამარჯვებით ჩამორჩება ქართველ სუმოისტს. ტოჩინოშინს 12 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

შემდეგი შეხვედრა
ტოჩინოშინს იაპონელ შოჰოზანთან ელის, ვისთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 10:5-ზე აქვს, თუ ტოჩი ამ შეხვედრას მოიგებს ერთი ტურით ადრე გაინაღდებს იმპერატორის თასს. საერთო ჯამში კი, 2 სატურნირო დღე დარჩა.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეისე ჩიკარასთან დამარცხდა. მას ჯამში 6 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
აქამდე რატო არაფერს წერდით სუმოზე ადმინისტრაციის გასაგონად ვიძახი და რაღაც უაზრო თემებს მიედმოედებით ხოლმე, იმპერატორის თასის კანდიდატი რომ გახდა ეხლა გაგახსენდათ? სირცხვილიაააა ხალხო სირცხვილი, აუცილებლად პოლიტიკური (ნაცი ან ქოცი) განცხადება უნდა ქონდეს ვინმეს გაკეთებული რო სტატია დაბეჭდოთ?
gogla82
26 იანვარი 2018 15:00
0
როგორი ამაყი ვარ ესეთი ქართველებით!
ერთი გამარჯვებაც ლევან!
Giorgi
26 იანვარი 2018 14:27
0
ხვალ დიდი დღეა მთელი საქართველოსთვის, წარმატებები ლევან!
გულშემატკივარი
26 იანვარი 2018 13:53
0
ბულგარელის გარდა ესტონელ ბარუტოსაც აქვს იმპერატორის თასი მოგებულ.ასე რომ, გორგაძე არც პირველი ევროპელი იქნება და არც მეორე,თუ მოიგო.
თუ ასე გიყვართ სუმო და მუდმივ ინფორმაციას სთხოვთ საიტის ადმინისტრაციას,ეგ კი უნდა იცოდეთ.
kote
26 იანვარი 2018 17:39
7
შენ გენაცვალე ტოჩიი!!! თასი ჩვენი უნდა გახდეს სხვა შანსი არაა მასე მიაწექი.

ადმინისტრაციას, ისე სანამ იმპერატორის თასი არ მოიგო ჩვენმა ლომმა არ უნდა გაგეშუქებინათ ეს სპორტის სახეობა? იმედია მომავალში აქტიურად გააშუქებთ ბაშოებს. მადლობა
sumo
26 იანვარი 2018 12:46
0
შენ გენაცვალე, ტოჩი! ხვალ (მაქსიმუმ ზეგ) იმპერატორის თასი ოფიციალურად საქართველოსი იქნება!
qomagi
26 იანვარი 2018 15:05
0
არ ვიცი, სასწაული თუ არ მოხდა(თფუი ეშმაკს) ჩემპიონები ვართ..;-)
საღოლ ლევან....ჯიგარი ხარ...
მიროსან
26 იანვარი 2018 14:50
0
ძირითადა ამ ტურნირს იაპონელი იგებსო ვერ დავეთანხმები, რადგან ბოლო 6-7 წელია მონღოლების ჰეგემონიით მიდის ხოლმე და წინა გამარჯბებულიც ლეგენდარული აკუჰო იყო. მაავე ეკუთვნის 66 წაუგებელი სერია. რაც შეეხება ლევანს, მართლაც საუცხოო ფორმაშია, როგორც ვატყობ შტანგაზე აქვს ნავარჯიშები, რაც მის ფიზიკურ ფორმაზე კარგად აისახა.
თორნიკე
26 იანვარი 2018 17:27
1
მიროსანს: ტექნიკა არ უვარგაო. შეხედე მის პროფილს. ბოლო წლის განმალობაში ბრძოლების 49% სხვა ტექნიკით აქვს მოგებული. იორიკირის გარდა. იოკოძუნებთან შანსი არა აქვსო, არა და ბოლო ბრძოლებში კისენოსატოს რეგულრალურად უგებს!
N
27 იანვარი 2018 06:27
0
ფიზიკურად ტოჩი ყოველთვის კარგად იყო...აი ტექნიკაში კი რა მოგახსენო...ამიტომაც სამწუხაროდ არამგონია ეს გამარჯვება რეგულარული წინსვლის საწინდარი იყოს...ფაქტიურად არცერთ იოკოძუნასტან შანსი არა აქვს ლევანს მწირი ტექნიკური არსენალის გამო...მარტო მიწოლით კი ფონს ვერ გავა...
მიროსან
26 იანვარი 2018 20:22
4
კი იმპერატორის ტურნირია...წელიწადში ექვსჯერ იმართება, ძალიან პრესტიჟულია მისი მოგება და უცხოელთაგან ანუ არაიაპონელთაგან რამოდენიმე რიკისია (სუმისტი) მხოლოდ გამარჯვებული. ეს გამარჯვება კი ნამდვილად ისტორიული იქნება საქართველოსთვის....ბრავო ლევანს
levan
26 იანვარი 2018 16:23
0
ტოჩინოშინი როცა ფორმაშია და ტრავმა არა აქვს ოძეკის დონეზე ჭიდაობს. სეკივაკეს ტიტულს რომ მიიღებდა კომუსუბის ტიტულზე გადახტომით უკვე წინა ტურში გახდა ცნობილი, თუ თასი მოიგო (და ალბათ 95% მოიგებს) შეიძლება სეკივაკეს ტიტულსაც გადაახტეს და პირდაპირ ოძეკი გახდეს!
Irakli Apkhaidze
26 იანვარი 2018 14:16
0
მაისის ბაშოზე 4 იოკოზუნა იყო და 2 ოძეკი.
GEO
26 იანვარი 2018 15:35
0
ადრე იოკოზუნა იყო ორი და ახლა 4 შეიძლება იყოს... ამის ხარჯზე შემცირდა ოძეკების რაოდენობა
GEO
26 იანვარი 2018 15:33
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული