იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ნაწილს უახლოვდება და ორ დღეში იმპერატორის თასის მფლობელიც გამოვლინდება.
დღეს მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინი დოჰიომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უფრო რეალური გახადა ჩემპიონობის შანსი. მან მნიშვნელოვან შეხვედრაში მონღოლი მძიმეწონოსანი იჩინოჯი დაამარცხა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 11:5 გახადა.
ტოჩის მთავარი მდევარი მონღოლი კაკარიუ დღესაც დამარცხდა და უკვე ორი გამარჯვებით ჩამორჩება ქართველ სუმოისტს. ტოჩინოშინს 12 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.
შემდეგი შეხვედრა ტოჩინოშინს იაპონელ შოჰოზანთან ელის, ვისთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 10:5-ზე აქვს, თუ ტოჩი ამ შეხვედრას მოიგებს ერთი ტურით ადრე გაინაღდებს იმპერატორის თასს. საერთო ჯამში კი, 2 სატურნირო დღე დარჩა.
რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეისე ჩიკარასთან დამარცხდა. მას ჯამში 6 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
12:26 26-01-2018
ტოჩინოშინმა ყველაზე მძიმეწონოსანიც დაამარცხა! - იმპერატორის თასამდე ორი შეხვედრა რჩება [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 34 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა ჯანი აქვს ამისთანა, თითქმის ყველა სუმოისტი აწია და გადადგა, :) გენაცვალე ძმაო მაგ ქართულ მებრძოლ სულში! ღმერთმა დაგლოცოს და გახაროს ისე, როგორც შენ ჩვენ გაგვახარე!
7
0
ჩემპიონია უკვე, დღესაც მოიგო და 13:1 ბალანსი აქვს
9
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული