ჰარუ ბაშო. V დღე: ქართველები დოჰიოზე ლიდერობენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 15 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეხუთე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიუ იყო, რომელთანაც ორი მოგება და ორი მარცხი ჰქონდა. ქართველმა სეკივატორმა მეტოქე ძალიან მარტივად, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა.


ლევანს ამ ბაშოზე 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, ის ტრავმით ასპარეზობს და გამაყუჩებლის თანხლებით უწევს ბრძოლა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, ის ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) კვლავ წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას და ამჯერად ლიგის მე-7 ნომერი ამაკაზე
იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.


გაგამარუს 4 მოგება და 1 მარცხი აქვს, გათამაშებაში კი მეორე ადგილს იკავებს ოთხ სუმოისტთან ერთად. თეიმურაზ ჯუღელმა თუ ასე გააგრძელა, მაკუუჩის დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) საგზურს მოიპოვებს.

ტოჩინოშინი 16 მარტს პირველ მაეგაშირა ენდოს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 2:3-ზე აქვს. გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ჰომარეფუჯი იქნება, ბალანსით 7:3-ზე ქართველის სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სამწუხაროდ, მასალებზე დაშვებული (და არდაშვებულიც) კომენტარები აჩვენებს, რომ არასერიოზულ საიტად ჩამოყალიბდით. ასე განაგრძეთ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ... ...! ;)
ჰმ
18:01 15-03-2018
2
თავის საქმე თვითონ იცის იჭიდაოს თუ არა.მე მგონია კაცია, ქართველი და ერთი ადგილის მიცემა არ იცის.
zas.
17:22 15-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული