ნაცუ ბაშო. VII დღე: ბრძოლა არ შედგება! ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერობს!

AutoSharing Option
დღეს, 19 მაისს ნაცუ ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს და ბაშოს ერთპიროვნულად ტოჩინოშინი ლიდერობს.

ქართველი სეკიტორი დღეს იაპონელ კომოსუბ ენდო შოთას უნდა შეხვედროდა, რომელთანაც ბალანსი 3:3-ზე ჰქონდა, თუმცა შოთამ გუშინ მიტაკეუმთან დამარცხდა და ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს გამარჯვება უბრძოლველად ლევან გორგაძეს ჩაეთვალა.

გუშინ მოულოდნელი მარცხი განიცადა იოკუძუნა ჰაკუჰომ, რის შედეგადაც ქართველი ერთადერთია ბაშოზე რომელსაც ყველა შეხვედრაში გამარჯვება აქვს მოპოვებული. ჩვენი ფალავანის მდევარია აგრეთვე იოკუძუნა კაკარიუ, რომელიც მეოთხე საშეჯიბრო დღეს დამარცხდა.

რაც შეეხება გაგამარუს რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს,
დღეს მეხუთე მარცხი განიცადა. ქართველის მეტოქე ლიგის მესამე ნომერი იაპონელი ტაკანაშო იყო, რომელთანაც იორიტაოშით დამარცხდა. თეიმურაზ ჯუღელს 5 მარცხი და 2 გამარჯვება აქვს, ვიმედოვნოთ რომ ის მაინც შეძლებს კაჩი-კოშის გაფორმებას.

ხვალ ტოჩინოშინის რთული მეტოქე ჰყავს, მას მის მსგავსად სეკივაკე მონღოლი იჩინოჯო დაუპირისპირდება, რომელთანაც 12:5-ზე აქვს ბალანსი. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი კაჩი-კოშს ოფიციალურად გაიფორმებს და იმპერატორის თასისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეორე იმპერატორის თასი? რატომაც არა! მთავარია დღევანდელი და უახლოესი 2 მოგება!
მერაბი გ.
20 მაისი 2018 11:15
0
სულ ვფიქრობ,რა მოიფიქრა ლევანმ,ა ისეთი,ასე რადიკალურად რომ გააუმჯობესა ხარისხი მეთქი.რა თქმა უნდა ამას მე არავინ მეტყვის,მაგრამ რასაც ვუყურებ,მისმა მუცელმა ზომაში მოიკლო.შეიძლება ესაა რეცეპტი?ლევანი ძიუდოისტია და ჭიდაობა არ ესწავლება,მუცლის დაპატარავებით კი სისწრაფემ მოიმატა და ამისათვის მეტოქეები მხად არ არიან.ასე თუ ისე,ლევანი მაგრად მიდის და შემდეგშიც ასე გაგრძელებას ვუსურვებ.ამჟამად მისი ჭიდაობა კი ფანტასტიკაა.
სოსო
20 მაისი 2018 00:39
0
წარმატებები ლევან, ღმერთმა გაგაძლიეროს...
გია-11
19 მაისი 2018 18:54
1
იაპონელი კომოსუბი ენდო შოთა - ამას ნარდად ჩოჩიშვილის საპატივსაცემოდ ჰქვია შოთა, ან კამიკაძესავითაა რაღა!
პეტრეკუპრი
19 მაისი 2018 18:41
0
ლევან მიდი შენ იცი!
ხვალ იჩინოჯო უნდა გადადგა
ლაშა
19 მაისი 2018 17:54
0
ეს იჩინოჯო 225 კილოა თან მაღალი,დევკაცივითაა.წელს ორივე ტურნირზე დაამარცხა ლევანმა,მაგრამ ძალიან გაუჭირდა.საკვირველი ის არის რომ ლევანმა 30 წლისამ დაიწყო უმაღლეს დონეზე ჭიდაობა.მანამდე დადებით ბალანსს რომ გააკეთებდა მიხაროდა.ასეთი ცვლილება, ვარჯიშებზე დიდ თავდადებას მოითხოვს.საამაყო ქართველია.
გაიხარე ჩვენი გახარებისთვის
19 მაისი 2018 14:07
0
ცნობისთვის სუმოში 30 წლის მერე ითვლება სტაბილური ასპარაზების ხანად...
მიროსან
19 მაისი 2018 15:54
0
არ მოდუნდე! მაგრა გგულშემატკივრობთ!
Tbilisi
19 მაისი 2018 13:12
1
მიდი ტოჩი, მიაწექი...
Status quo
19 მაისი 2018 12:54
1
მიდი ტოჩი, მიაწექი...
Status quo
19 მაისი 2018 12:53
1
დამოუკიდებლობის დღეს იმპერატორის თასით მოგვილოცავს ჩვენი გოლიათი... წარმატებები ჩვენ დევკაცს.
Musenbezi
19 მაისი 2018 12:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული