ნაცუ ბაშო. VII დღე: ბრძოლა არ შედგება! ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერობს!

AutoSharing Option
დღეს, 19 მაისს ნაცუ ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს და ბაშოს ერთპიროვნულად ტოჩინოშინი ლიდერობს.

ქართველი სეკიტორი დღეს იაპონელ კომოსუბ ენდო შოთას უნდა შეხვედროდა, რომელთანაც ბალანსი 3:3-ზე ჰქონდა, თუმცა შოთამ გუშინ მიტაკეუმთან დამარცხდა და ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს გამარჯვება უბრძოლველად ლევან გორგაძეს ჩაეთვალა.

გუშინ მოულოდნელი მარცხი განიცადა იოკუძუნა ჰაკუჰომ, რის შედეგადაც ქართველი ერთადერთია ბაშოზე რომელსაც ყველა შეხვედრაში გამარჯვება აქვს მოპოვებული. ჩვენი ფალავანის მდევარია აგრეთვე იოკუძუნა კაკარიუ, რომელიც მეოთხე საშეჯიბრო დღეს დამარცხდა.

რაც შეეხება გაგამარუს რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს,
დღეს მეხუთე მარცხი განიცადა. ქართველის მეტოქე ლიგის მესამე ნომერი იაპონელი ტაკანაშო იყო, რომელთანაც იორიტაოშით დამარცხდა. თეიმურაზ ჯუღელს 5 მარცხი და 2 გამარჯვება აქვს, ვიმედოვნოთ რომ ის მაინც შეძლებს კაჩი-კოშის გაფორმებას.

ხვალ ტოჩინოშინის რთული მეტოქე ჰყავს, მას მის მსგავსად სეკივაკე მონღოლი იჩინოჯო დაუპირისპირდება, რომელთანაც 12:5-ზე აქვს ბალანსი. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი კაჩი-კოშს ოფიციალურად გაიფორმებს და იმპერატორის თასისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეორე იმპერატორის თასი? რატომაც არა! მთავარია დღევანდელი და უახლოესი 2 მოგება!
მერაბი გ.
11:15 20-05-2018
0
სულ ვფიქრობ,რა მოიფიქრა ლევანმ,ა ისეთი,ასე რადიკალურად რომ გააუმჯობესა ხარისხი მეთქი.რა თქმა უნდა ამას მე არავინ მეტყვის,მაგრამ რასაც ვუყურებ,მისმა მუცელმა ზომაში მოიკლო.შეიძლება ესაა რეცეპტი?ლევანი ძიუდოისტია და ჭიდაობა არ ესწავლება,მუცლის დაპატარავებით კი სისწრაფემ მოიმატა და ამისათვის მეტოქეები მხად არ არიან.ასე თუ ისე,ლევანი მაგრად მიდის და შემდეგშიც ასე გაგრძელებას ვუსურვებ.ამჟამად მისი ჭიდაობა კი ფანტასტიკაა.
სოსო
00:39 20-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული