ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეათე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ მეათე მოგებით ოძეკობაზე განაცხადი გააკეთა.

ტოჩინოშინის
მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, 29 წლის იაპონელი ჩიოტაირიუ იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 3:2-ზე ჰქონდა. ქართველმა თავიდანვე ჩაავლო მავაშში ხელი და იორიკირით გადაიყვანა.

ქართველი სეკიტორი 10 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე. ოძეკი არის სუმოს ტიტულებს შორის რანგით მეორე წოდება, ამაზე მაღალი იერარქია სუმოში არის იოკუძუნა.

ქართველი ფალავნის მდევარი კი 40-გზის ჩემპიონი, დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ არიან.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარესზობს, დღეს იორიკირით მარცხი განიცადა ლიგის მეშვიდე ნომერ სეიროსთან, რაც იმის მაუწყებელია, რომ გაგამარუ ნაცუ ბაშოს მაკე-კოშით (უარყოფითი ბალანსი) დაასრულებს, მას 8 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ლიგის მეორე ნომრობიდან მის დაქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, იაპონელი კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი, 7:24-ზე აქვს. კოტოშოგიკუ მეხუთე მაეგაშირაა, რომელმაც ამ ბაშოზე 6 შეხვედრა მოიგო და 4 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მართალია ცუდი ბალანსი აქვს კოტოშოსთან, მაგრამ ტოჩი პროგრესირებს ის კი რეგრესირებს. ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ტოჩიმ მოიგო. თუმცა ხელწამოსაკრავი კოტოშო ნამდვილად არაა. ამის მაგალითია ისიც, რომ დღეს მაგასთან იოკოძუნა კაურიუმ ჰენკა იკადრა :)))
levan
22 მაისი 2018 13:36
0
ხვალინდელი ბრძოლის მოლოდინში, წარმატებები ვუსურვოთ ლევანს! ახალი ტიტულიც მიგველოცოს!
მერაბი
22 მაისი 2018 13:14
0
ამხელა უარყოფითი ბალანსი თუ ქონდა კოტოსთან არ მეგონა... წარმატებები ტოჩი ხვალ
გულშემატკივარი
22 მაისი 2018 13:07
1
ბრავოოოოოოოო! შესანიშნავია!
მოკლედ, ეს ჩვენი ტოჩი ისე იოლად იგებს ბრძოლებს რომ ნერევიულობა მინდა და არც მაძლევს ამის საშუალებას
qomagi
22 მაისი 2018 12:46
0
შეგიძლია ხვალინდელზე ინერვიულო ჩემთან ერთად :)
კახა
22 მაისი 2018 13:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული