ქალთა სუმო - იაპონიაში აკრძალული, დანარჩენ მსოფლიოში დაშვებული [VIDEO]

AutoSharing Option
ამ ბოლო დროს საქართველოში სუმო უფრო მეტ პოპულარობას იძენს და ეს რა თქმა უნდა ტოჩინოშინის დამსახურებაა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა და მაისის ნაცუ ბაშოს მოგები ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

თითქმის ყველა სპორტში სახეობაში ქალთა სახეობების საკმაოდ განვითრებულია, რასაც ვერ ვიტყვით სუმოზე.

რაც არ უნდა გასაკვირი უნდა იყოს ქალთა სუმო იაპონიაში არ ტარდება, სამაგიეროდ ქალები სუმოს სხვა ქვეყნებში ჭიდაობენ.

დღეს სუმოს ქალთა შეჯიბრებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, თუმცა ისინი არაპროფესიონალურ ტურნირებად ითვლება. აღნიშნულ ტურნირებზე წესებსაც სხვაგვარადა მიჰყვებიან არა ისე, როგორსაც იაპონური კულტურა
მოითხოვს.

Sportall.Ge
მე-17 საუკენე იაპონიაში სუმოს ოქროს ხანად ითვლება. იმ დროს სუმოს ჭიდაობდა ყველა: ქალი, კაცი, ბავშვი, სუსტი, მსუქანი და ა.შ.

მთავარი რის გამოც სუმოს სამყარომ ტაბუ დაადო და აკრძალა ქალთა სუმო, ეს მისი კომიკურ-სექსუალური ხასიათიდან გამომდინარეობდა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ აკრძალვა სექსუალურმა ხასიათმა განაპირობა.

ბრძოლის დროს ქალებს მხოლოდ მავაში ეცვათ, რის გამოც მათი სხეულის დანარჩენი ნაწილი შიშველი ჰქონდათ.

21-ე საუკუნეში ქალთა სუმოს აღდგენის რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა სუმოს კომიტეტს ოთხი საუკუნის შემდეგაც აზრი მაინც არ შეუცვლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული