ლევან გორგაძე იაპონელ მესამე მაეგაშირა აბის შეხვდა, რომელსაც პირველად წინა ბაშოზე შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.
ამჯერადაც ტოჩინოშინი ტრადიციულად მავაშზე წავიდა, თუმცა, ორი მცდელობის მიუხედავად, ხელის ჩავლება ვერ მოახერხა. შემდეგ მიწოლითა და ცუპატებით სცადა ფონს გასვლა, რამაც შედეგი გამოიღო და აბი დოჰიოდან გადაიყვანა.
პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკურიუმ, რომელიც მეორე მაეგაშირა იკიოისთან ოშიდაშით დამარცხდა. ტრავმის გამო ტურნირს დროებით იოკუძუნა ჰაკუჰო გამოეთიშა, რაც ტოჩინოშინს შესანიშნავ შანსს აძლევს, რომ ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.
ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:
- ოძეკი ტოჩინოშინი - 4 ბრძოლა, 4 გამარჯვება
- სეკივაკე მიტეკეუმი - 4 ბრძოლა, 4 გამარჯვება
- იოკუძუნა კაკურიუ - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება
- იოკუძუნა ჰაკუჰო - 4 ბრძოლა, 3 გამარჯვება (ტრავმის გამო გამოეთიშა ტურნირს)
ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-9 ნომერს, იაპონელ ჩიიონოს შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.
რაც შეეხება ტურნირის ბალანსს, ჯუღელს ამ ეტაპზე 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.
ნაგოია ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა შოჰოზანი დოჰიოდან ბავშვივით გადაიყვანა! [VIDEO]
შოდაის: "შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო"